მამოპლასტიკა - მკერდის პლასტიკური მოცულობის და ფორმა კორექცია - SAGITTARIUS Clinic
მამოპლასტიკა - მკერდის პლასტიკური მოცულობის და ფორმა კორექცია

მამოპლასტიკა – მკერდის პლასტიკური მოცულობის და ფორმა კორექცია ბათუმში

ლამაზი მკერდი ყველა ქალის ოცნებაა და ეს ოცნება დღეს უკვე რეალობადაა ქცეული მამოპლასტიკის მეშვეობით. მამოპლასტიკას უწოდებენ მთელ რიგ პლასტიკურ ოპერაციებს სარძევე ჯირკვლებზე.

ამ ოპერაციების მეშვეობით შესაძლებელია :

  • მკერდის გადიდება (აუგმენტაცია),
  • მკერდის აწევა (მასტოპექსია),
  • დაპატარავება (რედუქცია) და ფორმის შეცვლა.

ოპერაციის მიზეზი შეიძლება იყოს პაციენტის საკუთარი მკერდის ზომით უკმაყოფილება, მკერდის ასაკობრივი დეფორმაცია, მშობიარობის და ძუძუთი კვების შემდეგ ცვლილებები, ასევე მკერდის ასიმეტრია (სხვადასხვა ზომის მკერდი), მკერდზე ადრე ჩატარებული ოპერაციების შემდგომი დეფექტები.

მკერდის აუგმენტაცია

მკერდის აუგმენტაცია – ზომის გადიდება ხდება სილიკონის იმპლანტის მეშვეობით. იმპლანტების შერჩევა ხდება ქირურგის მიერ პაციენტთან შეთანხმებით: მრგვალი ან ანატომიური, ე.წ. წვეთისებური ფორმის იმპლანტები. ჩვენს კლინიკაში გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების იმპლანტები, ისეთები, როგორიცაა: Mentor, Polytech, Sebbin და სხვა. ოპერაციის დროს კეთდება მცირე ზომის 4-5 სმ განაკვეთები მკერდის ქვეშ ან არეოლის ქვედა კიდეზე. იმპლანტი შესაძლოა მოთავსდეს სარძევე ჯირკვლის ან მკერდის დიდი კუნთის ქვეშ.

მასტოპექსია

მასტოპექსია – ოპერაცია, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ზომის მკერდის აწევა. ზოგჯერ მასტოპექსიასთან ერთად საჭიროა აუგმენტაციური მამოპლასტიკის ჩატარებაც – ხდება ძუძუს როგორც აწევა, ასევე ზომაში გაზრდა.

რედუქციული მამოპლასტიკა

რედუქციული მამოპლასტიკა არის პლასტიკური ოპერაცია, რომლის საშუალებითაც ხდება მკერდის მოცულობის დაპატარავება. ძირითადად მკერდის გადიდებას ესთეტიური დატვირთვა აქვს, ხოლო დაპატარავება შესაძლოა აუცილებლობას წარმოადგენდეს. დიდი ზომის მკერდი ქალბატონებისთვის მრავალი უსიამოვნების მომტანია. ხშირია კანის გაღიზიანება, ოფლიანობა, წელისა და კისრის ტკივილი, ძილის დროს სუნთქვის გაძნელება. ყოველივე ამისაგან თავის დაღწევა კი მხოლოდ ოპერაციული გზითაა შესაძლებელი. რედუქციული მამოპლასტიკის დროს ხდება ზედმეტი კანის, ცხიმოვანი და ჯირკვლოვანი ქსოვილის მოცილება, რაც მნიშვნელოვან შვებას წარმოადგენს პაციენტისთვის. ამასთან არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ლამაზი ფორმა რომელსაც მკერდი ოპერაციის შემდეგ იღებს.

ყველა სახის მამოპლასტიკის ოპერაციები ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. ოპერაციის ხანგძლივობა დამოკიდებულია მეთოდზე და 1,5-3,5 საათს საჭიროებს. პაციენტი ერთი დღე-ღამის განმავლობაში რჩება კლინიკაში. ოპერაციის შემდეგ, პაციენტი 1-1,5 თვის განმავლობაში ატარებს სპეციალურ კომპრესიულ თეთრეულს (ბანდაჟს) შეხორცების პროცესის ხელშესაწყობად.

  • მამოპლასტიკა ხელს არ უშლის შემდგომ ორსულობას და ძუძუთი კვებას.
  • პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

სამედიცინო ცენტრ საგიტარიუსში ოპერაციებს ატარებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კალანტაროვი.

მკერდის პლასტიკური ქირურგიის ფასი

ოპერაციის ღირებულება დამოკიდებულია ოპერაციის მეთოდზე, სირთულეზე. კონსულტაცია პლასტიკურ ქირურგთან, წინასაოპერაციო კვლევები, ოპერაციის შემდგომი საწოლ-დღეები, ნაკერების მოხსნა და კომპრესიული ბანდაჟი შედის ოპერაციის ღირებულებაში.

პლასტიკურ ოპერაციულ ჩარევებზე მოქმედებს საბანკო განვადება.

💡კონსულტაციის მისაღებად და ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია ჩაეწეროთ წინასწარ.

📍ჩვენი მისამართია 👉 ქ.ბათუმი,ზ.გორგილაძის ქ №91

☎ ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 577 77 97 97

🏥 « საგიტარიუსი» მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი

მთავარი სპეცალისტი

მედიცინის დოქტორი
ალექსანდრე კალანტაროვი

პლასტიკური ქირურგია ბათუმში:

რინოპლასტიკა ბათუმში

რინოპლასტიკა ბათუმში

რინოპლასტიკა ბათუმშიყველაზე გავრცელებული პლასტიკური ჩარევა. ამ ოპერაციით ხდება ცხვირის ფორმის და ზომების კორექცია. ამავე დროს რინოპლასტიკა მოიცავს ცხვირით სუნთქვის გართულების დროს აღდგენით ჩარევებს (რინოსეპტოპლასტიკა, ტურბინექტომია, პოლიპექტომია, ადენოიდექტომია).ოპერაციის წინა პერიოდში პაციენტს უტარდება ცხვირის ფორმის კომპიუტერული ფოტომოდელირება.

ოტოპლასტიკა - ყურის ნიჟარის პლასტიკა

ოტოპლასტიკა - ყურის ნიჟარის პლასტიკა ბათუმში

ოპერაციის ოტოპლასტიკა (ყურის ნიჟარის პლასტიკა კორექცია) ბათუმშიოტოპლასტიკა – ყურის ნიჟარების ზომის და ფორმის კორექცია. ყურების ფორმირება მთავრდება 4–7 წლის ასაკში. ოპერაცია ძირითადად უკეთდება 4–დან 15 წლამდე პაციენტებს. თუმცა ასაკობრივი შეზღუდვა ოპერაციაზე არ ასრსებობს და შესაძლებელია ჩატარდეს მოზრდილ ასაკშიც.

ბლეფაროპლასტიკა ბათუმში

ბლეფაროპლასტიკა
ბათუმში

ბლეფაროპლასტიკა ბათუმშიკანის ასაკობრივი ცვლილებები ყველაზე ადრე თვალის ირგვლივ ვითარდება, ვინაიდან ქუთუთოების კანი ძალიან ნაზი და თხელია. დაახლოებით 35 წლის ასაკიდან ვითარდება ქუთუთოების კანის დანაოჭება, კანკუნთოვანი ტონუსის დაქვეითება და ჩამოწევა. ამასთან ერთად ხშირია ქუთუთოების მიდამოში გამობერილობის განვითარება – ეგრეთ წოდებილი ქუთუთოს თიაქრების გაჩენა.

აბდომინოპლასტიკა ბათუმში

აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა ფასი) ბათუმში

აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა ფასი) ბათუმშიაბდომინოპლასტიკა – მუცლის პლასტიკა წარმოადგენს სხეულის კორექციის ერთ-ერთ საშუალებას, რომლის აუცილებლობა უმეტეს შემთხვევებში ვითარდება მშობიარობის შემდეგ, მუცლის კანისა და კუნთების დაჭიმვის გამო, ამასთან ერთად წონის მკვეთრი დაკლებისას ან ჭარბი სიმსუქნისას ყალიბდება დაკიდებული მუცელი.

მიღებაზე ჩაწერა​