ოტორინოლარინგოლოგია

„საგიტარიუსი“-ს ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მომსახურეობის სრულ სპექტრს. ჩვენი ექიმები არიან ექსპერტები სინუსური პრობლემების, ყელის დაავადებების, სმენის დარღვევების მკურნალობაში. ოპერაციული ღონისძიებები ხორციელდება ენდოსკოპიურ-ფუნქციონალურ-ქირურგიული მეთოდების გამოყენებით. პათოლოგიური მდგომარეობის მკურნალობის პრობლემის გადაწყვეტასთან მიახლოვება, კვალიფიციური სპეციალისტის მიერ სწორი დიაგნოსტირება-გამოჯანმრთელების გარანტიაა. კლინიკა “საგიტარიუსი”-ს ყელ-ყურ-ცხვირის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო და სადიაგნოსტიკო მოწყობილობებით, რომელიც საშუალებას იძლევა წარმატებით დაისვას დიაგნოზი და განხორციელდეს კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა. კლინიკაში მოღვაწეობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ ENT პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.

ცხვირის ძგიდის გამრუდება

ცხვირის ძგიდის გამრუდება

მდგომარეობა, რომლის დროს ნესტოებს შორის არსებული კედელი გადახრილია ერთ მხარეს. ძგიდის გადახრის გამო ერთ-ერთი გამტარი გზა ცხვირის ღრუში (ნესტო) შევიწროებულია. გამოხატული შევიწროვების შედეგად შესაძლებელია სრულად დაიხშოს სახაერო გზა და გაჭირდეს სუნთქვა.

რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის ნუშურა ჯირკვლებს

რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის ნუშურა ჯირკვლებს?

ნუშურა ჯირკვლები ორგანიზმში ბარიერულ ფუნქციას ასრულებენ – ერთი მხრივ, წინ ეღობებიან ორგანიზმში დაავადებათა გამომწვევების შეღწევას და მათ გამრავლებას. მეორე მხრივ კი თვითონვე გამოიმუშავებენ ლიმფოციტებსა და იმუნოგლობულინებს, რომლებიც ზოგადიმუნურ რეაქციებში მონაწილეობენ და ორგანიზმს ვირუსების, ბაქტერიებისა თუ სხვა მიკრობების მიერ წარმოქმნილი ტოქსინებისგან იცავენ.

ექიმთან მიღების გრაფიკი

https://sagitarius.ge/
ოქტომბერი 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ
301234
7891011
1415161718
2122232425
282930311

გადაუდებელი ზარები

დაგეგმეთ თქვენი მკურნალობის ყველა ეტაპი