კარდიოლოგია

კარდიოლოგია – მედიცინის ნაწილია, რომელიც სწავლობს გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა ეტიოლოგიას, მიმდინარეობას, დიაგნოსტიკის ხერხებს, მკურნალობის მეთოდებსა და პროფილაქტიკის ღონისძიებებს კლინიკა „საგიტარიუს“–ში გაგიწევთ კონსულტაციას გამოცდილი კარდიოლოგი და შეგიძლიათ ჩაიტაროდ გულსისხლძარღვთა სისტემის შემდეგი გამოკვლევები: ეკგ (ელექტროკარდიოგრაფია) ეკგ გულის მუშაობის შეფასების ბაზისური, არაინვაზიური, უმტკივნეულო, უსაფრთხო და მეტად ინფორმატიული მეთოდია. სპეციალური მოწყობილობა, ელექტროკარდიოგრაფი, ახდენს გულის ელექტრული აქტივობის სპეციალურ ფირზე ჩაწერას. ექოკარდიოგრაფია ექოკარდიოგრაფია კვლევის მეთოდია, რომელიც გულის გამოსახულების მისაღებად იყენებს ულტრაბგერას. ამ კვლევის საშუალებით ხდება გულის კუნთისა და სარქვლოვანი აპარატის მრავალი დაავადების დიაგნოსტირება. ექოკარდიოგრაფიული კვლევის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. ველოერგომეტრია ფიზიკური დატვირთვის ტესტი კომპიუტერული მართვით. ტესტირების დროს ხდება სუბიექტური ნიშნების, ეკგ-ის, წნევის ციფრების მუდმივი მონიტორირება საფეხურებრივად მზარდი დოზირებული ფიზიკური დატვირთვის პირობებში. გამოვლინდება: ფარული გულის იშემიური დაავადება, გულის რიტმის დარღვევა, რომელიც ვერ ფიქსირდება ეკგ კვლევის დროს, შეფასდება ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა. მიოკარდის დაზიანების მარკერების გამოკვლევა (Troponini test) ტროპონინი წარმოადგენს რეგულატორულ ცილას, რომელიც გულის კუნთის შეკუმშვაში მონაწილეობს. გულის კუნთის დაზიანების შემთხვევაში დაახლოებით 3 საათის შემდეგ ტროპონინი იწყებს სისხლში მომატებას. ტროპონინის ტესტი გამოიყენება იმის დასადგენად, ტკივილი გულმკერდის არეში გამოწვეული იყო თუ არა გულის კუნთის იშემიური დაზიანებით. ასევე ტროპონინი გამიყენება იმ შემთხვევეაშიც, როდესაც ტკივილს გულმკერდის არეში ყურადღება არ მიექცა (დაზიანების შემდეგ ტროპონინი 10 დღის განმავლობაში რჩება მომატებული სისხლში).

Neuralgia Treatment

Treatment includes drug therapy, physiotherapy and/ or surgery, aimed to relieve pain....

Epilepsy Treatment

Various methods to diagnose and treat various forms of seizures aim to restore a patient’s...

ექიმთან მიღების გრაფიკი

https://sagitarius.ge/
აპრილი 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ
12345
89101112
1516171819
2223242526
2930123

გადაუდებელი ზარები

დაგეგმეთ თქვენი მკურნალობის ყველა ეტაპი

მიღებაზე ჩაწერა​