ოფთალმოლოგია

„საგიტარიუსი“-ს ოფთალმოლოგიის დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს თვალის დაავადებების ყველაზე თანამედროვე და ყოვლისმომცველ მკურნალობას. ჩვენი ექიმები არიან ექსპერტები თვალის პრობლემების მართვაში, მათ შორის, კატარაქტის, გლაუკომის, ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის, რქოვანას და ბადურის დაავადების, და სხვა მრავალი ოფთალმოლოგიური დარღვევების დროს. სპეციალიზაცია მრავალმხრივია- ტრავმა, ნეირო-ოფთალმოლოგია, თვალის იმუნოლოგია და უვეიტები, ოკულოპლასტიკური და ორბიტული ქირურგია, პედიატრიული ოფთალმოლოგია და სტრაბიზმი. „საგიტარიუსი“ -ს ფართო სპექტრის ოფთალმოლოგიური სამსახური უზრუნველყოფს თვალისა და მისი მიმდებარე სტრუქტურების, მათ შორის, მშრალი თვალის, ინფექციური და ვირუსული დაზიანებების, ასევე ახლომხედველობისა და შორსმხედველობის პროცესების, რომელიც მოითხოვს სათვალეებს ან კონტაქტურ ლინზების, თანამედროვე მართვას და მკურნალობას. ფუნქციონირებს ბავშვთა მხედველობის დაცვის კაბინეტი- მომავალზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენი კლინიკა განთქმულია ოფთალმოლოგიის უძლიერესი სპეციალისტებითა და ამავე სფეროში არსებული უახლესი ტექნოლოგიებით, აღჭურვილობით, ყოველივე ეს არის გარანტი დასმულ დიაგნოზთა სიზუსტისა.

ინტრაოკულარილი ლინზა AcrySof IQ Toric
ინტრაოკულარილი ლინზა AcrySof IQ Toric

ამერიკული კომპანია Alcon წლების განმავლობაში აწარმოებს, ხელოვნურ ინტრაოკულარულ ლინზებს (ბროლებს), ითვალისწინებს რა ყველა კლინიკურ შემთხვევებს ოფთალმოქირურგიაში...

მხედველობის შემოწმება ონლაინ

გთავაზობთ მხედველობის სიმახვილის შემოწმების ტესტს, რომელიც ადვილად შეგიძლიად თავად ჩაიტაროთ ინტერნეტში. ტესტის ჩატარება სახალისო და ინფორმატიულია. ის რა თქმა უნდა, არ ცვლის პროფესიონალურ ოფთალმოლოგიურ კვლევას, მაგრამ მოქცემთ პირველად ინფორმაციას თქვენი მხედველობის შესახებ. ტესტი დამუშავებულია და მოწედებული მსოფლიოში წამყვანი ოპტიკური ნაწარმის გამომშვები კომპანია “Essilor”-ის მიერ.
გადადი გვერძე: https://www.essilor.com/en/vision-tests/test-your-vision/

კატარაქტა, როგორ დავიბრუნოთ მხედველობა
კატარაქტა. როგორ დავიბრუნოთ მხედველობა

კატარაქტა – თვალის ბროლის ნაწილობრივი ან მთლიანი ამღვრევაა, რასაც შედეგად მოსდევს მხედველობის დაქვეითება. ბროლი წარმოადგენს თვალში არსებულ გამჭვირვალე, სფერისებრივი ფორმის, ბუნებრივ, ოპტიკურ ლინზას. მისი ფუნქციაა გაატაროს და გარდატეხოს სინათლის სხივი ბადურა გარსზე საგნების მკაფიო გამოსახულების მისაღებად. როგორც წესი, 40 წლამდე ადამიანის ბროლი ელასტურია და აძლევს საშუალებას მკაფიოდ დავინახოდ საგნები შორსაც და ახლოს.

ასტიგმატიზმი და მისი ნიშნები

ასტიგმატიზმი და მისი ნიშნები, ასტიგმატიზმი – თვალის გავრცელებული დაავადებაა, რომლის შედეგად ადამიანი მკაფიოდ ვეღარ ხედავს. თუ მას დროულად არ უმკურნალებთ, შესაძლოა მხედველობის მკვეთრად გაუარესება გამოიწვიოს. აბედნიეროდ, ასტიგმატიზმის აღმოჩენა ძალიან ადვილია. დაავადება თვალის რქოვანას (უფრო იშვიათად – ბროლის) არასწორი ფორმის შედეგად ვითარდება . ნორმალურ მდგომარეობაში ჯანმრთელი თვალის რქოვანას თანაბარი სფერული ზედაპირი აქვს. ასტიგმატიზმის დროს ეს სფერულობა ირღვევა.

დიაბეტი და მხედველობა
დიაბეტი და მხედველობა

დიაბეტის მქონე პაციენტებში თვალების დაავადებები 25-ჯერ (!) უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ზოგადად პოპულაციაში. შაქრიან დიაბეტმა შეიძლება დააზიანოს როგორც თვალის ფსკერი (თვალის კაკლის უკანა კედელი – ბადურა), ასევე თვალის ბროლი (ვითარდება დიაბეტური კატარაქტა) და თვალის ქუთუთოები. ხშირია გლაუკომის განვითარება. დიაბეტის დროს თვალის ფსკერის (ბადურას) დაზიანებას – დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება.

დაღლილი თვალის სინდრომი
დაღლილი თვალის სინდრომი

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა სხვადასხვა კომპიუტერული ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. კაცობრიობა იყენებს მათ არამარტო სასწავლო და პროფესიულ პროცესში, არამეტ გასართობად და ერთმანეთში საურთიერთოდ. კომპიუტერიზაციის ერას მოაქვს ადამიანის უნარჩვევების და მენტალობის განვითარების დადებითი ცვლილებები, მაგრამ ამასთან ერთად მედიკოსები სულ უფრო მეტად ვხდებით მის უარყოფით გავლენას ორგანიზმის ფსიქო-სომატიურ მდგომარეობაზე. უპირველესად გართულებებით მიმართავენ ოფთალმოლოგებს.

გლაუკომა
გლაუკომა– „მხედველობის ქურდი“

თვალის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება თვალშიდა წნევის მომატებით, მხედველობის ნერვის შეუქცევადი ატროფიით და მხედველობის ველის პროგრესიული შევიწროვებით. ის მხედველობის ორგანოს ერთ–ერთი ვერაგი დაავადებაა, ვინაიდან მხედველობის დაქვეითება უმეტეს წილად პაციენტისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

სისხლჩაქცევა თვალში
სისხლჩაქცევა თვალში

თვალის ლორწოვანი გარსის წვრილი სისხლძარღვების დაზიანება იწვევს თვალის გაწითლებას ან სისხლჩაქცევას.

სიელმე(ზარმაცი თვალი) მკურნალობა
სიელმე(ზარმაცი თვალი) მკურნალობა

სიელმე - თვალის გადახრა მხედველობის ცენტრალური ღერძიდან, ერთერთი გავრცელებული პათოლოგიაა ბავშთა ასაკში.

ახლომხედველობა
ახლომხედველობა

ახლომხედველობა ანუ მიოპია - თვალის დაავადებაა, რომლის დოს პაციენტი ახლომდებარე საგნებს გარკვევით ხედავს, დაშორებულს კი - ბუნდოვნად. მიოპიის დროს თვალის კაკალი უფრო გრძელია ან რქოვანა გარსის სინათლის გარდატეხის (რეფრაქციის) ძალაა მომატებული, ამიტომ თვალში შემავალი სინათლის სხივები გარდატყდება და იკრიბება არა ბადურაზე, არამედ მის წინ, რის გამოც მიღებული გამოსახულება ბუნდოვანია.

ახალშობილთა დაკრიოცისტიტი
ახალშობილთა დაკრიოცისტიტი

ახალშობილთა თვალიდან ჩირქოვანი გამონადენის უხშირეს მიზეზს ახალშობილთა დაკრიოცისტიტი წარმოადგენს. დაკრიოცისტიტის (ცრემლგამტარი გზების ანთების), დროს საცრემლე არხი დახშულია ემბრიონალური აპკით, რის შედეგად ხდება ცრემლის შეგუბება და შემდგომი მისი ინფეცირება.

ბადურა გარსის ლაზერული ქირურგია
ბადურა გარსის ლაზერული ქირურგია

ლაზერკოაგულაციას მიმართავენ ბადურა გარსის სისხლძარღვოვანი და დისტროფიული დაავადებების დროს. სისხლძარღვოვანი დაავადებებიდან ყველაზე ხშირად ლაზერკოგულაციის გაკეთება საჭირო ხდება დიაბეტური რეტინოპათიისა და ბადურას ცენტრალური ვენის თრომბოზის შედეგად განვითარებული პათოლოგიების დროს, ხოლო დეგენერაციული ცვლილებები უპირატესად გვხვდება მიოპიით დაავადებულ ადამიანებში.

ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია ბათუმში
ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია

საგიტარიუსის ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში კიდევ ერთი თანამედროვე აპარატი 3D ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფი და ანგიოგრაფი დამონტაჟდა. ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (Optical Coherence Thomography – OCT) – კვლევის არაკონტაქტური, არაინვაზიური მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ და შევაფასოთ თვალის წინა სეგმენტის, ბადურის, მიმდებარე მინისებური სხეულის და მხედველობის ნერვის ცვლილებები.

გადაუდებელი ზარები

დაგეგმეთ თქვენი მკურნალობის ყველა ეტაპი

სპეცალისტი

მედიცინის დოქტორი
ეკატერინე გვარივილი
https://sagitarius.ge/
მარტი 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ
262728291
45678
1112131415
1819202122
2526272829

სპეცალისტი

მედიცინის დოქტორი
ელიდა ხვედელიძე

სპეცალისტი

ლია მელიქაძე​
https://sagitarius.ge/
აპრილი 2024
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ
12345
89101112
1516171819
2223242526
2930123

სპეცალისტი

სპეცალისტი

სპეცალისტი