ასტიგმატიზმი და მისი ნიშნები - SAGITTARIUS Clinic

ასტიგმატიზმი და მისი ნიშნები

ასტიგმატიზმი და მისი ნიშნები, ასტიგმატიზმი – თვალის გავრცელებული დაავადებაა, რომლის შედეგად ადამიანი მკაფიოდ ვეღარ ხედავს. თუ მას დროულად არ უმკურნალებთ, შესაძლოა მხედველობის მკვეთრად გაუარესება გამოიწვიოს.

საბედნიეროდ, ასტიგმატიზმის აღმოჩენა ძალიან ადვილია. 
დაავადება თვალის რქოვანას (უფრო იშვიათად – ბროლის) არასწორი ფორმის შედეგად ვითარდება . ნორმალურ მდგომარეობაში ჯანმრთელი თვალის რქოვანას თანაბარი სფერული ზედაპირი აქვს. ასტიგმატიზმის დროს ეს სფერულობა ირღვევა.

ასტიგმატიზმის დიაგნოზს ხშირად სვამენ სკოლამდელ და სკოლის ასაკში. ამ დროს ბავშვი უჩივის არამკაფიო, გამრუდებულ მხედველობას. ასტიგმატიზმის დროს შესაძლოა სხვა სიმპტომებმაც იჩინოს თავი.

ასტიგმატიზმის სიმპტომებია:

  • “ქვიშის მარცვლების” შეგრძნება თვალებში და თვალების წვა.
  • თვალების ჩაწითლება.
  • მხედველობის გაორება ან გამოსახულების გამრუდება.
  • ფოკუსირების გაძნელება ან შეუძლებლობა.
  • საგნებამდე დაშორების განსაზღვრის გართულება, სივრცეში ორიენტაციის გაძნელება.
  • თვალის სწრაფი დაღლა კითხვის, ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერთან მუშაობის დროს.
  • ტკივილი წარბზედა რკალებში, თავის ხშირი ტკივილი.

ასტიგმატიზმის კორექცია თუ დროულად არ მოხდა, ის პროგრესირებას განაგრძობს და სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს.

 

კორექციის ყველაზე გავრცელებული სახეებია:

  • სათვალე – ასტიგმატიზმის დროს სათვალის შერჩევა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს, სფერული და ცილინდრული ლინზების კომბინაციით.
  • ლინზები -ძალიან მოსახერხებელია კონტაქტური ლინზები, რადგან ისინი თვალთან ერთიან ოპტიკურ სისტემას ქმნიან.
  • ლაზერული კორექცია – დაბალი და საშუალო ხარისხის ასტიგმატიზმის კორექციისთვის მეტნაკლებად უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია ლაზერული კორექცია. ის აუმჯობესებს მხედველობას და შესაძლებლობას გვაძლევს, სათვალის და ლინზების ტარებისგან გავთავისუფლდეთ.

🖋️დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
☎: 0422 27 95 53 ; ☎ 577 77 97 97.

ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებეში: 
https://www.facebook.com/sagitariusi2/

🏥მისამართი:

ქ. ბათუმი, ზ.გორგილაძის ქ. #91
სამედიცინო ცენტრი « საგიტარიუსი»