აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა ფასი) ბათუმში - SAGITTARIUS Clinic
აბდომინოპლასტიკა ბათუმში

აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა ფასი) ბათუმში

აბდომინოპლასტიკა – მუცლის პლასტიკა წარმოადგენს სხეულის კორექციის ერთ-ერთ საშუალებას, რომლის აუცილებლობა უმეტეს შემთხვევებში ვითარდება მშობიარობის შემდეგ, მუცლის კანისა და კუნთების დაჭიმვის გამო, ამასთან ერთად წონის მკვეთრი დაკლებისას ან ჭარბი სიმსუქნისას ყალიბდება დაკიდებული მუცელი.

📌აბდომინოპლასტიკის ჩვენებები:

დაკიდებული მუცელი, კანის წინსაფრის არსებობა, ჭარბი ცხიმის დაგროვება, სტრიების არსებობა, მუცლის სწორი კუნთების დიასტაზი (დაცილება), ასევე რეკომენდირებულია კანის ელასტიურიობის დაკარგვისას, რომელიც ვითარდება ასაკთან ერთად.ადამიანს უქმნის დისკომფორტს როგორც ესთეტიკური თვალსაზრისით ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მუცლის პლასტიკა შესაძლოა იყოს სრული და მინი.

სრული აბდომინოპლასტიკის შემთვევაში მთლიანად ხდება ჭიპიდან ბოქვენამდე კანის მოცილება. განაკვეთი გაივლის “ბიკინის” ზოლზე, ოპერაციის დროს იქმნება „ახალი ჭიპი“.

მინი აბდომინოპლასტიკისას განაკვეთი შედარებით მცირე ზომისაა, ამ შემთხვევაში ხდება მხოლოდ მუცლის ქვედა ნაწილის კორექცია ჭიპამდე.

📌ოპერაციის თავისებურებანი:

  • ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ;
  • ოპერაციის ხანგრძლივობა განისაზღვრება ოპერაციის მოცულობით და დაახლოებით 2-4 საათი გრძელდება;
  • მუცლის წინა კედელზე კეთდება ჰორიზონტალური განაკვეთი;
  • ჭიპის ქვეშ მდებარე ჭარბი კანი იკვეთება სტრიებთან ერთად;
  • სხვა ქირურგიული ოპერაციის შედეგად დარჩენილი ნაწიბური შეძლებისდაგვარად შორდება;
  • ორსულობის შედეგად გათიშული მუცლის წინა კედლის კუნთები იჭიმება მის ნორმალურ მდებარეობამდე;
  • ოპერაციის ბოლოს იდება კოსმეტიკური ნაკერი, იდება დრენაჟი, ნახვევი და კომპრესიული ბანდაჟი

📌ოპერაციის შემდგომი პერიოდი:

  • პირველი დღე-ღამის განმავლობაში რეკომენდირებულია

წოლითი რეჟიმი, ადგომა ნებადართულია ოპერაციის მოერე დღეს

  • აუცილებელია კომპრესიული ბანდაჟის ტარება 4 – 6 კვირის განმავლობაში
  • სტაციონარიდან გაწერა ხორციელდება ოპერაციიდან 2-3 დღეში
  • ნაკერები იხსნება 10-14 დღეში
  • პაციენტს სამსახურში გასვლა შეეძლება 2 კვირაში
  • პირველი 4 კვირა არ არის რეკომენდირებული მძიმე საგნების აწევა

სამედიცინო ცენტრ საგიტარიუსში ოპერაციებს ატარებს

თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კალანტაროვი.

მუცლის პლასტიკა ფასი

ოპერაციის ღირებულება დამოკიდებულია ოპერაციის მეთოდზე, სირთულეზე და ვარირებს 7500-8500 GEL. კონსულტაცია პლასტიკურ ქირურგთან, წინასაოპერაციო კვლევები, ოპერაციის შემდგომი საწოლ-დღეები, ნაკერების მოხსნა და კომპრესიული ბანდაჟი შედის ოპერაციის ღირებულებაში.

პლასტიკურ ოპერაციულ ჩარევებზე მოქმედებს საბანკო განვადება.

💡კონსულტაციის მისაღებად და ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია ჩაეწეროთ წინასწარ.

📍ჩვენი მისამართია 👉ქ.ბათუმი,ზ.გორგილაძის ქ №91

☎ ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 571 79 79 29

🏥 «საგიტარიუსი» მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი

მთავარი სპეცალისტი

მედიცინის დოქტორი
ალექსანდრე კალანტაროვი

პლასტიკური ქირურგია ბათუმში:

რინოპლასტიკა ბათუმში

რინოპლასტიკა ბათუმში

რინოპლასტიკა ბათუმშიყველაზე გავრცელებული პლასტიკური ჩარევა. ამ ოპერაციით ხდება ცხვირის ფორმის და ზომების კორექცია. ამავე დროს რინოპლასტიკა მოიცავს ცხვირით სუნთქვის გართულების დროს აღდგენით ჩარევებს (რინოსეპტოპლასტიკა, ტურბინექტომია, პოლიპექტომია, ადენოიდექტომია).ოპერაციის წინა პერიოდში პაციენტს უტარდება ცხვირის ფორმის კომპიუტერული ფოტომოდელირება.

მამოპლასტიკა - მკერდის პლასტიკური მოცულობის და ფორმა კორექცია

მამოპლასტიკა - მკერდის პლასტიკური მოცულობის და ფორმა კორექცია

მამოპლასტიკა – მკერდის პლასტიკური მოცულობის და ფორმა კორექცია ბათუმშილამაზი მკერდი ყველა ქალის ოცნებაა და ეს ოცნება დღეს უკვე რეალობადაა ქცეული მამოპლასტიკის მეშვეობით. მამოპლასტიკას უწოდებენ მთელ რიგ პლასტიკურ ოპერაციებს სარძევე ჯირკვლებზე

ოტოპლასტიკა - ყურის ნიჟარის პლასტიკა

ოტოპლასტიკა - ყურის ნიჟარის პლასტიკა ბათუმში

ოპერაციის ოტოპლასტიკა (ყურის ნიჟარის პლასტიკა კორექცია) ბათუმშიოტოპლასტიკა – ყურის ნიჟარების ზომის და ფორმის კორექცია. ყურების ფორმირება მთავრდება 4–7 წლის ასაკში. ოპერაცია ძირითადად უკეთდება 4–დან 15 წლამდე პაციენტებს. თუმცა ასაკობრივი შეზღუდვა ოპერაციაზე არ ასრსებობს და შესაძლებელია ჩატარდეს მოზრდილ ასაკშიც.

ბლეფაროპლასტიკა ბათუმში

ბლეფაროპლასტიკა
ბათუმში

ბლეფაროპლასტიკა ბათუმშიკანის ასაკობრივი ცვლილებები ყველაზე ადრე თვალის ირგვლივ ვითარდება, ვინაიდან ქუთუთოების კანი ძალიან ნაზი და თხელია. დაახლოებით 35 წლის ასაკიდან ვითარდება ქუთუთოების კანის დანაოჭება, კანკუნთოვანი ტონუსის დაქვეითება და ჩამოწევა. ამასთან ერთად ხშირია ქუთუთოების მიდამოში გამობერილობის განვითარება – ეგრეთ წოდებილი ქუთუთოს თიაქრების გაჩენა.

მიღებაზე ჩაწერა​