ბლეფაროპლასტიკა ბათუმში
კანის ასაკობრივი ცვლილებები ყველაზე ადრე თვალის ირგვლივ ვითარდება, ვინაიდან ქუთუთოების კანი ძალიან ნაზი და თხელია. დაახლოებით 35 წლის ასაკიდან ვითარდება ქუთუთოების კანის დანაოჭება, კანკუნთოვანი ტონუსის დაქვეითება და ჩამოწევა. ამასთან ერთად ხშირია ქუთუთოების მიდამოში გამობერილობის განვითარება – ეგრეთ წოდებილი ქუთუთოს თიაქრების გაჩენა. ეს ცვლილებები დიდ ვიზუალურ დისკომფორტს იწვევს და დაღლილი სახის სინდრომს ქმნის.
საბედნიეროდ, თანამედროვე პალსტიკური ქირურგიის მეშვეობით შესაძლებელია პრობლემის ადვილად მოგვარება – ბლეფაროპლასტიკის საშუალებით. ამ ოპერაციის შედეგად 8–10 წლით გაახალგაზრდავების ეფექტს ვღებულობთ.
ბლეფაროპლასტიკა – ქუთუთოების პლასტიკური კორექცია ნაოჭებისა და ცხიმოვანი ჩანართების მოცილებით. აგრეთვე ბლეფაროპლასტიკა გვაძლევს საშუალებას შევცვალოდ თვალის ჭრილის ფორმა, ავიწიოთ წარბები და თვალის გარეთა კუთხეები.
ბათუმში, კლინიკა საგიტარიუსში ბლეფაროპლასტიკას ატარებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კალანტაროვი.
ზედა ბლეფაროპლასტიკა
ზედა ბლეფაროპლასტიკა – ზედა ქუთუთოს ჩამოკიდებული კანის და/ან ცხიმოვანი პარკების ამოკვეთა. ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. ხანგრძლივობა 1 საათი. ოპერაციის შემდეგ პაციენტი ეწერება სახლში იმავე დღეს. კოსმეტიური ნაკერი იხსნება 1 კვირაში. სისხლჩაქცევები და შეშუპება მცირეა და ლაგდება 5-10 დღის განმავლობაში. ოპერაციიდან 3 დღის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ყოველდღიურ საქმიანობას. საბოლოო შედეგი 2 თვის შემდეგ დგება. ოპერაცია პრაქტიკურლად არ იძლევა გართულებებს და არსებითად აუმჯობესებს გარეგნობას.
წრიული ბლეფაროპლასტიკა
წრიული ბლეფაროპლასტიკა – ზედა და ქვედა ქუთუთოს ჩამოკიდებული კანის და/ან ცხიმოვანი პარკების ამოკვეთა. ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. ხანგრძლივობა 2,5 საათი. პაციენტი ეწერება სახლში მეორე დღეს. კოსმეტიური ნაკერი იხსნება 1 კვირაში. სისხლჩაქცევები და შეშუპება ლაგდება 10-14 დღის განმავლობაში. ოპერაციიდან 3-7 დღის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ყოველდღიურ საქმიანობას. საბოლოო შედეგი 2 თვის შემდეგ დგება. ოპერაცია პრაქტიკურლად არ იძლევა გართულებებს და არსებითად აუმჯობესებს გარეგნობას.
წრიული ბლეფაროპლასტიკა თვალის ჭრილის აქაჩვით
წრიული ბლეფაროპლასტიკა თვალის ჭრილის აქაჩვით – ზედა და ქვედა ქუთუთოს ჩამოკიდებული კანის და/ან ცხიმოვანი პარკების ამოკვეთა, თვალის ჭრილის ნუშისებრივი ფორმის შექმნით. ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. ხანგრძლივობა 2,5 საათი. პაციენტი ეწერება სახლში მეორე დღეს. კოსმეტიური ნაკერი იხსნება 1 კვირაში. სისხლჩაქცევები და შეშუპება ლაგდება 10-14 დღის განმავლობაში. ოპერაციიდან 3-7 დღის შემდეგ პაციენტი უბრუნდება ყოველდღიურ საქმიანობას. საბოლოო შედეგი 2 თვის შემდეგ დგება. ოპერაცია პრაქტიკურლად არ იძლევა გართულებებს და არსებითად აუმჯობესებს გარეგნობას.
პლასტიკურ ოპერაციულ ჩარევებზე მოქმედებს საბანკო განვადება.
💡კონსულტაციის მისაღებად და ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია ჩაეწეროთ წინასწარ.
📍ჩვენი მისამართია 👉 ქ.ბათუმი,ზ.გორგილაძის ქ №91
☎ ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 577 77 97 97
🏥 « საგიტარიუსი» მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი
პლასტიკური ქირურგია ბათუმში:
რინოპლასტიკა ბათუმში
რინოპლასტიკა ბათუმშიყველაზე გავრცელებული პლასტიკური ჩარევა. ამ ოპერაციით ხდება ცხვირის ფორმის და ზომების კორექცია. ამავე დროს რინოპლასტიკა მოიცავს ცხვირით სუნთქვის გართულების დროს აღდგენით ჩარევებს (რინოსეპტოპლასტიკა, ტურბინექტომია, პოლიპექტომია, ადენოიდექტომია).ოპერაციის წინა პერიოდში პაციენტს უტარდება ცხვირის ფორმის კომპიუტერული ფოტომოდელირება.
მამოპლასტიკა - მკერდის პლასტიკური მოცულობის და ფორმა კორექცია
მამოპლასტიკა – მკერდის პლასტიკური მოცულობის და ფორმა კორექცია ბათუმშილამაზი მკერდი ყველა ქალის ოცნებაა და ეს ოცნება დღეს უკვე რეალობადაა ქცეული მამოპლასტიკის მეშვეობით. მამოპლასტიკას უწოდებენ მთელ რიგ პლასტიკურ ოპერაციებს სარძევე ჯირკვლებზე
ოტოპლასტიკა - ყურის ნიჟარის პლასტიკა ბათუმში
ოპერაციის ოტოპლასტიკა (ყურის ნიჟარის პლასტიკა კორექცია) ბათუმშიოტოპლასტიკა – ყურის ნიჟარების ზომის და ფორმის კორექცია. ყურების ფორმირება მთავრდება 4–7 წლის ასაკში. ოპერაცია ძირითადად უკეთდება 4–დან 15 წლამდე პაციენტებს. თუმცა ასაკობრივი შეზღუდვა ოპერაციაზე არ ასრსებობს და შესაძლებელია ჩატარდეს მოზრდილ ასაკშიც.
აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა ფასი) ბათუმში
აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა ფასი) ბათუმშიაბდომინოპლასტიკა – მუცლის პლასტიკა წარმოადგენს სხეულის კორექციის ერთ-ერთ საშუალებას, რომლის აუცილებლობა უმეტეს შემთხვევებში ვითარდება მშობიარობის შემდეგ, მუცლის კანისა და კუნთების დაჭიმვის გამო, ამასთან ერთად წონის მკვეთრი დაკლებისას ან ჭარბი სიმსუქნისას ყალიბდება დაკიდებული მუცელი.