რინოპლასტიკა ბათუმში - SAGITTARIUS Clinic
რინოპლასტიკა ბათუმში

რინოპლასტიკა ბათუმში

ყველაზე გავრცელებული პლასტიკური ჩარევა. ამ ოპერაციით ხდება ცხვირის ფორმის და ზომების კორექცია. ამავე დროს რინოპლასტიკა მოიცავს ცხვირით სუნთქვის გართულების დროს აღდგენით ჩარევებს (რინოსეპტოპლასტიკა, ტურბინექტომია, პოლიპექტომია, ადენოიდექტომია).

ოპერაციის წინა პერიოდში პაციენტს უტარდება ცხვირის ფორმის კომპიუტერული ფოტომოდელირება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეირჩევა სახის პროპორციებთან შესაბამისი ცხვირის ფორმა.

კლინიკა საგიტარიუსში რინოპლასტიკას ატარებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კალანტაროვი.

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. ხანგძლივობა დამოკიდებულია მეთოდზე და სირთულეზე და 1,5-2,5 საათს საჭიროებს. პაციენტი ერთი დღე-ღამის განმავლობაში რჩება კლინიკაში. ოპერაციიდან 1 კვირის განმავლოვბაში ცხვირზე იდება თაბაშირის ნახვევი. პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება ოპერაციიდან 7 დღის შემდეგ.

რინოპლასტიკა ბათუმში ფასი:

  • რინოპლასტიკა – ცხვირის ფორმის და ზომის კორექცია წინასწარი ფოტო-კომპიუტერული მოდელირებით;
  • რინოსეპტოპლასტიკა (ფორმის კორექცია და ცხვირის შინაგან სტრუქტურათა აღდგენა სუნთქვის ფუნქციის გასაუმჯობესებლად);
  • განმეორებითი რინოპლასტიკა – (მეორადი რინოპლასტიკა, ნაოპერაციები ცხვირის ფორმის აღდგენა ხრტილოვანი ალოპლანტის გამოყენებით);

პლასტიკურ ოპერაციულ ჩარევებზე მოქმედებს საბანკო განვადება.

💡კონსულტაციის მისაღებად და ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია ჩაეწეროთ წინასწარ.

📍ჩვენი მისამართია 👉 ქ.ბათუმი,ზ.გორგილაძის ქ №91

☎ ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 577 77 97 97

🏥 «საგიტარიუსი» მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი

მთავარი სპეცალისტი

მედიცინის დოქტორი
ალექსანდრე კალანტაროვი

პაციენტებს ხშირად უჩნდებათ კითხვები რინოპლასტიკასთან დაკავშირებით, შევეცდებით პასუხი გაგცეთ ყველა მათგანზე

 

რამდენი წლიდან შეიძლება ცხვირის ოპერაციის გაკეთება?

გოგონების შემთხვევაში 16 წლიდან, ბიჭების შემთხვევაში 18 წლიდან ნებადართულია ოპერაციის გაკეთება.

 

რამდენ ხანში უბრუნდება პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რიტმს და როდის ღებულობს ცხვირი . საბოლოო ფორმას?

როგორც წესი, პაციენტი ცხოვრების აქტიურ რიტმს დაახლოებით 2 კვირიდან უბრუნდება. ცხვირის ფორმა დროთა განმავლობაში უმჯობესდება და 1–2 თვის შემდეგ საკმაოდ დახვეწილია, ხოლო საბოლოო შედეგი 1 წლის შემდეგ დგება.

 

რამდენ ხანში ქრება ოპერაციის შემდგომი ჩალურჯებები და შეშუპეპები?

როგორც წესი, პოსტოპერაციულ სისხლჩაქცევის და შეშუპების ალაგებას 1-2 კვირა სჭირდება.

 

აქვს თუ არა მნიშვნელობა სეზონს თუ როდის გაიკეთებთ ოპერაციას?

რინოპლასტიკის ჩატარება შესაძლებელია წელიწადის ნებისმიერ დროს.

 

რამდენი დღე რჩები კლინიკაში?

პაციენტი ეწერება კლინიკიდან 1 დღის შემდეგ.

 

რამდენ დღეში ხდება თაბაშირის და ტამპონის ამოღება?

თაბაშირის ნახვევი საჭიროა ორი კვირის განმავლობაში. ტამპონის ამოღება ხდება ოპერაციიდან მე-7 დღეს. ოპერაციიდან მე-7 დღეს იხსნება ნაკერები. სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 1 კვირის შემდეგ.

 

რამდენ ხანში შეიძლება ფიზიკური დატვირთვა ვარჯიში ?

ოპერაციიდან ორი თვის შემდგეგ .

 

თუ შეიძლება ოპერაციის მერე მზეზე გარუჯვა ?

მხოლოდ ოპერაციიდან 6 თვის შემდეგ.

რინოპლასტიკა საგიტარიუსში. პაციენტების ფოტო

პლასტიკური ქირურგია ბათუმში

მამოპლასტიკა - მკერდის პლასტიკური მოცულობის და ფორმა კორექცია

მამოპლასტიკა - მკერდის პლასტიკური მოცულობის და ფორმა კორექცია

მამოპლასტიკა – მკერდის პლასტიკური მოცულობის და ფორმა კორექცია ბათუმშილამაზი მკერდი ყველა ქალის ოცნებაა და ეს ოცნება დღეს უკვე რეალობადაა ქცეული მამოპლასტიკის მეშვეობით. მამოპლასტიკას უწოდებენ მთელ რიგ პლასტიკურ ოპერაციებს სარძევე ჯირკვლებზე

ოტოპლასტიკა - ყურის ნიჟარის პლასტიკა

ოტოპლასტიკა - ყურის ნიჟარის პლასტიკა ბათუმში

ოპერაციის ოტოპლასტიკა (ყურის ნიჟარის პლასტიკა კორექცია) ბათუმშიოტოპლასტიკა – ყურის ნიჟარების ზომის და ფორმის კორექცია. ყურების ფორმირება მთავრდება 4–7 წლის ასაკში. ოპერაცია ძირითადად უკეთდება 4–დან 15 წლამდე პაციენტებს. თუმცა ასაკობრივი შეზღუდვა ოპერაციაზე არ ასრსებობს და შესაძლებელია ჩატარდეს მოზრდილ ასაკშიც.

ბლეფაროპლასტიკა ბათუმში

ბლეფაროპლასტიკა
ბათუმში

ბლეფაროპლასტიკა ბათუმშიკანის ასაკობრივი ცვლილებები ყველაზე ადრე თვალის ირგვლივ ვითარდება, ვინაიდან ქუთუთოების კანი ძალიან ნაზი და თხელია. დაახლოებით 35 წლის ასაკიდან ვითარდება ქუთუთოების კანის დანაოჭება, კანკუნთოვანი ტონუსის დაქვეითება და ჩამოწევა. ამასთან ერთად ხშირია ქუთუთოების მიდამოში გამობერილობის განვითარება – ეგრეთ წოდებილი ქუთუთოს თიაქრების გაჩენა.

აბდომინოპლასტიკა ბათუმში

აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა ფასი) ბათუმში

აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა ფასი) ბათუმშიაბდომინოპლასტიკა – მუცლის პლასტიკა წარმოადგენს სხეულის კორექციის ერთ-ერთ საშუალებას, რომლის აუცილებლობა უმეტეს შემთხვევებში ვითარდება მშობიარობის შემდეგ, მუცლის კანისა და კუნთების დაჭიმვის გამო, ამასთან ერთად წონის მკვეთრი დაკლებისას ან ჭარბი სიმსუქნისას ყალიბდება დაკიდებული მუცელი.

მიღებაზე ჩაწერა​