ცხვირის ძგიდის გამრუდება
მდგომარეობა, რომლის დროს ნესტოებს შორის არსებული კედელი გადახრილია ერთ მხარეს. ძგიდის გადახრის გამო ერთ-ერთი გამტარი გზა ცხვირის ღრუში (ნესტო) შევიწროებულია. გამოხატული შევიწროვების შედეგად შესაძლებელია სრულად დაიხშოს სახაერო გზა და გაჭირდეს სუნთქვა.
– ძგიდის თანდაყოლილი (გენეტიკური) დეფორმაცია;
– ცხვირის ტრავმები;
ჩივილები და გართულებები
შესაძლოა ადამიანმა არც კი იცოდეს დეფორმაციის შესახებ. სუსტი ხარისხის ძგიდის დეფორმაცია უმეტესად უსიმპტომოა და არ საჭიროებს მკურნალობას. თუმცა შესაძლოა შემდეგი
ჩივილების განვითარება:
– პერიოდულიცხვირით სუნთქვის გაძნელება განსაკუთრებით ღამით;
– ხრინვა;
– ცხვირიდან ხშირი სისხლდენა;
– მშრალი ქერქები ცხვირის ღრუში;
გამოხატული გამრუდება ცხვირის სუნთქვის გაძნელებით წლების განმავლობაში იწვევს ორგანიზმის ქრონიკულ ჰიპოქსიას და შემდეგ გართულებებს:
– ადვილად დაღლა;
– ხშირად თავის ტკივილი;
– დღის განმავლობაში ძილიანობა;
– მეხსიერების და შრომისუნარიანობის დაქვეითება;
– ჩივილები გულის მხრივ;
– ცხვირის სინუსების ხშირი ანთება;
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და გამოკვლევების ჩატარება, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.
კონსულტაციაზე ხდება ცხვირის ღრუს კამერით დათვალიერება და პაციენტი თავად ხედავს საკუთარ პრობლემას, ასევე ხდება ცხვირის ფუნქციური დიაგნოსტიკა, რაც საშუალებას გვაძლევს მკურნალობის მეთოდი გადავწყვიტოდ.
მკურნალობა
სუსტი ხარისხის გამრუდების დროს, სუნთქვის პერიოდული გართულება ცხვირის ლორწოვანის შესიების საწინააღმდეგო მედიკამენტებით წარიმართება. ძგიდის გამოხატული გამრუდების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზითაა შესაძლებელი.