სიელმის (ზარმაცი თვალი) მკურნალობა
სიელმე – თვალის გადახრა მხედველობის ცენტრალური ღერძიდან, ერთერთი გავრცელებული პათოლოგიაა ბავშთა ასაკში.
გადახრის მიმართულების მიხედვით გამოყოფენ:
-შიგნითა (თვალი გადახრილია ცხვირისკენ);
-გარეთა (თვალი გადახრილია საფეთქლისკენ);
-ვერტიკალური (თვალი მიმართულია ზევით ან ქვევით);
სიელმის ძირითადი სახეობებია: შეუღლებული და პარალიზური.
ისინი განსხვავედებიან როგორც კლინიკური გამოვლინებით, ისე წარმოშობის მექანიზმით და მკურნალობის მეთოდებით.
ბავშვებში მეტად გავრცელებული შეუღლებული სიელმის ფორმაა. ლიტერატურული მონაცემებით ამ სახის სიელმე ბავშვების 1,5-2,0 % ში გვხვდება. ის უმეტესად ვლინდება 3 წლის ასაკიდან.
ხასიათდება როგორც თვალის გადახრით, ისე ორივე თვალით ხედვის უნარის დარღვევით. შეუღლებული სიელმის დროს თვალის მამოძრავებელი კუნთების ფუნქცია არ არის დარღვეული.
ამ დროს ერთერთი თვალი არის საფიქსაციო, მეორე კი გადახრილი (ზარმაცი).
დაავადების მკურნალობა ხანგძლივი და შრომატევადი პროცესია, როგორც ბავშვისთვის ასევე მშობლისთვის და ექიმისთვის.
შეუღლებული სიელმის მკურნალობის მიზანია ორივე თვალით ერთდროულად ხედვის უნარის აღდგენა.
მხოლოდ და მხოლოდ ასეთ პირობებში ხდება მხედველობითი ფუნქციის აღდგენა და თვალის გადახრის კუთხის გასწორება.
სიელმის სამკურნალოდ მიმართავენ შემდეგ ღონისძიებებს:
– ოპტიკური (სათალით) კორექცია;
– ორთოპტო- პლეოპტიკური მკურნალობა – მოიცავს თვალის ახვევებს, სპეციალურ აპარატურულ ვარჯიშებს და მიმართულია მხედველობის სიმახვილის აწევაზე, ორივე თვალის ერთდროულად მხედველობის აკტში ჩართვაზე, თვალისმამოძრავებელ კუნთების ტონუსის აწევაზე;
კონსერვატული მკურნალობა საკმაოდ ეფექტური მეთოდია, თუმცა შედეგს მხოლოდ 13 წლამდე ასაკში იძლევა.
თუ კონსერვატიული მკურნალობის ფონზე სიელმე არ სწორდება მივმართავდ ქირურგიულ მკურნალობას, რომლის არსი მდგომარეობს თვალების სიმეტრიულობის აღდგენაში კუნთების ბალანსის შეცვლის ხარჯზე: ერთი რომელიმე კუნთის მოქმედების გაძლიერებით და მეორე კუნთის მოქმედების შესუსტებით.
ძირითადად ქირურგიული ჩარევის ასაკი 5-6 წელია. თანდაყოლილი ფორმების შემთხვევაში, სიელმის დიდი კუთხისას, ოპერაცია რეკომენდებულია უფრო ადრეულ (2-3 წლის) ასაკში.
კლინიკა “საგიტარიუსი”–ში უკვე 14 წელზე მეტია ფუნქციონირებს ბავშთა მხედველობის დაცვის კაბინეტი, სადაც ტარდება სხვადასხვა სახის ლაზერული, კვანტური და კომპიუტერული მკურნალობა სიელმეების, მიოპიის, ჰიპერმეტროპიის, ასტიგმატიზმის დროს.