რევმატოიდული ართრიტი - SAGITTARIUS Clinic

რევმატოიდული ართრიტი

მოზრდილ ადამიანთა ჩონჩხი შედგება 206 ძვლისაგან, რომლებიც ერთმანეთთან არიან შეერთებული. ძვლების მოძრავ შეერთებას სახსარი ეწოდება. ართრიტი არის სახსრის ანთება რომელსაც ახასიათებს ანთების კლასიკური ნიშნების აღმოჩენა (ტკივილი, შეშუპება, ფუნქციის მოშლა).

რევმატოიდული ართრიტი შეიძლება გამოვლინდეს, პრაქტიკულად ნებისმიერი სახსრის დაზიანებით, მაგრამ უმეტესად ზიანდება სხივ-მაჯის, ნებ-ფალანგთა, მუხლის და ტერფის სახსრები სიმეტრიულად.

პროცესში ერთვება ასევე შინაგანი ორგანოების დაზიანება (თვალი, გული, ფილტვი, კუჭნაწლავის სისტემა, ნერვული სისტემა, თირკმელი, კანი) . დაავადების აღმოცენებასა და ანთებითი პროცესის გაქრონიკულებაში უმთავრეს როლს ასრულებს, იმუნური სისტემის უჯრედების T, ლიმფოციტების ურთიერთქმედება ანტიგენთან.

დაავადების პროგერსირების შემთხვევაში, ხშირია სახსართა დეგრადაციის პროცესი, რასაც თან ახლავს ანკილოზის ჩამოყალიბება (სახსრის უძრაობა). ართრიტის მედიკამენტოზური მკურნალობა მოიცავს:

1. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები

2. სტეროიდები.

3. ანტირევმატიული საშუალებები ასევე აქტიურად იყენებენ ფიზიო და ელექტრო თერაპიას.

რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას ანკილოზის შემთხვევაში მიმართავენ ართროპლასტიკას ( სახსრის ფუნქციის ოპერაციული აღდგენა ხელოვნური სახსრის შექმნის მიზნით).

გართულების თავიდან აცილების მიზნით დროულად მიმართეთ რევმატოლოგს და ჩაიტარეთ შესაბამისი კვლევები.

მიღებაზე ჩაწერა​