პოდაგრა (ხაფანგი გურმანებისთვის) - SAGITTARIUS Clinic
პოდაგრა

პოდაგრა (ხაფანგი გურმანებისთვის)

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა მრავალ დაავადებას უდებს სათავეს. ერთ-ერთი პოდაგრაა. ნივთირებათა ცვლაში მნიშვნელოვან როლს პურინები ასრულებს, პურინები ორგანიზმი საკვებთან ერთად ხვდება, მცირე კი ორგანიზმი წარმოიქმნება. პურინული ცვლის საბოლოო პროდუქტი შარდმჟავაა, რომელიც ორგანიზმიდან თირკმლების გზით გამოიდევნება.                                             შარდმჟავის დაგროვების ორი მექანიზმი არსებობს:

  1. ჭარბი პროდუქცია,
  2. თირკმლების მიერ გამოყოფის დარღვევა.

შარდმჟავას მარილებისგან კრისტალები წარმოიქმნება, რომლებიც ილექება სახსარსა, ხრტილებსა და მყესებში. ურატებით დალექილ უბანში ძლიერი ანთებითი პროცესი იწყება (ანუ პოდაგრის მწვავე შეტევა).                

ძირითადი სიმპტომები:სახსრის მწვავე ტკივილი და სიწითლე. მკურნალობის გარეშე შეტევები ხშირდება, მწვავდება და ხანგრძლივდება.  პოდაგრის პირველადი ნიშანი შეიძლება იყოს თირკმელკენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი).                                     მკურნალობა- 2 მიზანი:                            

  1. შეტევის მოხნა – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით, კოლხიცინით, კორტიკოსტეროიდებით.
  2. პოდაგრის შემდგომი შეტევის პრევენცია.

მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე დიეტა (აუცილებელია რაციონიდან  შებოლილი, ცხარე, პროდუქტების ამოღება. შემწვარი საკვების მოხარშულით ჩანაცვლება.).                                               

გართულებები:

  1. ნეფროლითიაზი
  2. კანქვეშ- ტოფუსები ( მრავლობითი კვანძები).                        

გავრცელებულია მითი , თუ ტერფის დიდი თითი დეფორმირებულია ე.ი პოდაგრა გაქვთ. ხშირად ტერფის დიდი თითის დეფორმაციას იწვევს, ტერფის არარაციონალური დატვირთვის შედეგად განვითარებული Hallux Valgus ( ბუნიონი).                                                      

 

ავტორი: სამედიცინო ცენტრ ,,საგიტარიუსის” ექიმი- რევმატოლოგი       

ანა წეროძე

მიღებაზე ჩაწერა​