ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია
ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია საგიტარიუსის ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში კიდევ ერთი თანამედროვე აპარატი 3D ოპტიკური კოჰერენტული ტომოგრაფი და ანგიოგრაფი დამონტაჟდა. ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (Optical Coherence Thomography – OCT) – კვლევის არაკონტაქტური, არაინვაზიური მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ და შევაფასოთ თვალის წინა სეგმენტის, ბადურის, მიმდებარე მინისებური სხეულის და მხედველობის ნერვის ცვლილებები. გამოკვლევის პრინციპი ჰგავს ექოსკოპიას. თუმცა, OCT - ის შემთხვევაში ულტრაბგერის ნაცვლად გამოიყენება სინათლის წყარო. შესაბამისად მეთოდი აბსოლუტურად უსაფრთხოა. ფლუორესცენტული ანგიოგრაფია ასევე მიეკუთვნება ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის უახლეს მეთოდებს. კვლევისას ფლუორესცნტული ნივთიერება შეყავთ ვენაში, მცირე დროის შემდეგ იგი სისხლის მიმოქცევის გზით ვრცელდება ქორიოიდეაში და ბადურა გარსის სისხლძარღვებში, რაც საშუალებას გვაძლევს გამომავლინოთ ბადურა გარსში სისხლის მომიქცევის დარღვევით მიმდინრე პათოლოგიური პროცესები, შევაფასოთ მათი სიმძიმე და დავგეგმოთ შესაბამისი მკურნალობა. ფლუორესცენტული ანგიოგრაფია მნიშვნელოვანია აგრეთვე თვალის სიმსივნური პროცესების დიფერენცირებისათვის, ასაკოვბრივი მაკულოდეგენერაციებისა და მისი გართულებების და მრავალი სხვა დაავადებების გამოსავლენად.