კატარაქტა. როგორ დავიბრუნოთ მხედველობა
კატარაქტა – თვალის ბროლის ნაწილობრივი ან მთლიანი ამღვრევაა, რასაც შედეგად მოსდევს მხედველობის დაქვეითება.
ბროლი წარმოადგენს თვალში არსებულ გამჭვირვალე, სფერისებრივი ფორმის, ბუნებრივ, ოპტიკურ ლინზას. მისი ფუნქციაა გაატაროს და გარდატეხოს სინათლის სხივი ბადურა გარსზე საგნების მკაფიო გამოსახულების მისაღებად. როგორც წესი, 40 წლამდე ადამიანის ბროლი ელასტურია და აძლევს საშუალებას მკაფიოდ დავინახოდ საგნები შორსაც და ახლოს. 40 წლის შემდეგ ბროლი კარგავს ელასტიურობას და ახლო მანძილზე მკაფიო მხედველობისთვის სათვალე არის საჭირო. ასაკის მომატებასთან ერთად ბროლი იმღვრევა და ვითარდება ასაკობრივი კატარაქტა. უმეტეს შემთხვევაში, მხედველობის სიმახვილის დაქვეითების მიზეზი 55 წელს გადაცილებულ ადამიანებში სწორედ რომ კატარაქტა გახლავთ.
ასევე კატარაქტა შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი – ნაყოფის მუცლადყოფნის განვითარების დარღვევების გამო, ან შეძენილი – თვალის ტრავმის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, რადიაციული გამოსხივების ზემოქმედების, ორგანიზმის და თვალის სხვა დაავადებების გამო.
თვალის ბროლის შემღრევა
კატარაქტის სიმპტომებია:
- გამოსახულების ბუნდოვნად ხედვა
- ფერების აღთქმის შეცვლა
- სათვალე არ აუმჯობესებს მხედველობას
- მზის შუქზე გაღიზიანება
- სინათლის წყაროს ირგვლის შუქის რგოლების გაჩენა
- ღამით ხედვის დაქვეითება
- ზოგ შემთხვევაში ჩნდება ე.წ. ცრუ, დროებითი ახლომხედველობა (ხანდაზმული ადამიანი, რომელიც შორს კარგად ხედავდა და კითხვა უჭირდა, კატარაქტის განვითარების ამ ეტაპზე ახლოს კითხულობს სათვალის გარეშე, შორს კი ხედავს ცუდად).
ნორმალური მხედველობა
მხედველობა კატარაქტის დროს
კატარაქტის დიაგნოსტიკა:
კატარაქტის დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩატარება.
კატარაქტის მკურნალობა:
მკურნალობის გარეშე კატარაქტას მოჰყვება თვალის ბროლის სრული ამღვრევა და სიბრმავე. კონსერვატიული მკურნალობა (წვეთები, აბები) არ იძლევა შედეგს. მისი განკურნება მხოლოდ ქირურგიული ოპერაციით არის შესაძლებელი, რომელიც მდგომარეობს ამღვრეული ბროლის ამოღებასა და მისი ხელოვნური ბროლით შეცვლაში.
ცნობარი პაციენტისთვის კატარაქტის ოპერაციის შესახებ
ჩვენს კლინკაში წარმოდგენილია მაღალტექნოლოგიური, მსოფლიოში ლიდერი კომპანიების აპარატურა. ოპერაციებს ატარებენ საქართველოს წამყვანი სპეციალისტები, რომლებსაც ვიწვევთ ბათუმში. ოპერაცია ტარდება (უნაკერო, უსისხლო) ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით.
ოპერაციის წინ, თქვენ გაგიკეთებენ კანქვეშა ადგილობრივ ანესთეზიას, რის შედეგადაც მთელი შემდგომი პროცესი უმტკივნეულო იქნება. თქვენ მხოლოდ შეხებას იგრძნობთ თვალზე. ქირურგი ოპერაციას იწყებს ძალიან მცირე ზომის განაკვეთით. ამ განაკვეთში იგი შეიყვანს ძალიან წვრილ ნემსს,რისი საშუალებითაც შემღვრეული ბროლი უწვრილეს ნაწილაკებად დაქუცმაცდება და თვალიდან გამოიდევნება (ფაკოემულსიფიკაციის მეთოდი). იგივე განაკვეთიდან, ძველის ბროლის ადგილზე, გადაინერგება ახალი ინტრაოკულარული ლინზა (ხელოვნური ბროლი). ოპერაცია მთლიანობაში დაახლოებით 10-15 წუთიდან 20-30 წთ-მდე გრძელდება, ბროლის სიმკვრივის და ზოგადად ოპერაციის სირთულის მიხედვით.
პაციენტის მხედველობა სწრაფადვე უმჯობესდება ოპერაციის შემდეგ. ზოგჯერ კი მხედველობის საბოლოო აღდგენამდე რამდენიმე დღე და კვირაა საჭირო.
კატარაქტის ოპერაციის შედეგები დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: წინასაოპერაციო ინსტრუმენტალურ და ლაბორატორიულ კვლევებზე, თანმხლებ დაავადებებზე, საოპერაციო მასალასა და აპარატურაზე და რათქმაუნდა ქირურგის გამოცდილებაზე. აღსანიშნავია თვალის თანმხლები დაავადებები ( მაგალითად: გლაუკომა, მაკულოდისტროფია, დიაბეტური რეტინოპათია), რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ თვალის ფუნქციებზე და უწევენ წინააღმდეგობას მხედველობის სრულ აღდგენას კატარაქტის ქირურგიის შემდეგ.
ხელოვნური ბროლი:
ოპერაციის დროს შემღვრეული ბროლი ამოიღება თვალიდან და შეიცვლება ხელოვნური ბროლით.
დღევანდელ დღეს ხელოვნური ბროლების ფართო არჩევანი არსებობს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. მრავალი სამედიცინო კომპანია სხვადასხვა მატერიალის ბროლებს აწარმოებს. ეს ბროლები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მრავალი მახასიათებლებით: შემადგენელი ნივთიერება, დიზაინი, ზომა და ა.შ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ ისეთი ბროლი, რომელიც დამზადებულია თანამედროვე,საიმედო და გამოცდილი ნივთიერებისგან, რომელიც ოპერაციის შემდეგ იდეალურად ცვლის ბუნებრივ ბროლს. ამ ტიპის ბროლები ადვილად და უსაფრთხოდ იმპლანტირდება თვალში და წლების შემდეგაც ყოველგვარი გართულების გარეშე ასრულებს მის ფუნქციას.
ჩვენს კლინიკაში გამოიყენება მსოფლიოში აღიარებული საუკეთესო მწარმოებლების მიერ გამოშვებული ბროლები:
ALCON, USIOL INC
ACRYSOF IQ – მონოფოკულარული ბროლი შემუშავებულია-კატარაქტის ოპერაციის დროს იმპლანტაციისთვის, უზრუნველყოფს შორს მხედველობას და აუმჯობესებს გამმოსახულების აღქმის ხარისხს.
ACRYSOF IQ TORIC – მონოფოკალური ბროლის ასტიგმატიზმის კორექციისათვის შემუშავებულია, ერთდროულად კატარაქტის ოპერაციის დროს იმპლანტაციისთვის და რქოვანას ასტიგმატიზმის კორექციისათვის. უზრუნველყოფს შორს მხედველობას და აუმჯობესებს გამოსახულების აღქმის ხარისხის.
ACRYSOF IQ RESTOR – მულტიფოკალური ბროლი ასტიგმატიზმის კორექციისათვის
ბროლი რამდენიმე ფოკუსის წერტილით. შემუშავებულია, კატარაქტის ოპერაციის დროს იმპლანტაციისთვის ერთდროულად პრესბიოპიის და რქოვანას ასტიგმატიზმის კორექციისათვის. უზრუნველყოფს მხედველობის სრულ სპექტრს – ახლო, შუალედურ და შორ მანძილებზე. აუმჯობესებს გამოსახულების ხარისხის.
ACRYSOF ART – მულტიფოკალური ბროლი ასტიგმატიზმის კორექციისათვის ბროლი რამდენიმე ფოკუსის წერტილით. შემუშავებულია, კატარაქტის ოპერაციის დროს იმპლანტაციისთვის ან ერთდროულად პრესბიოპიის და რქოვანას ასტიგმატიზმის კორექციისათვის. უზრუნველყოფს მხედველობის სრულ სპექტრს – ახლო, შუალედურ და შორ მანძილზე. აუმჯობესებს გამოსახულების ხარისხს.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
მხედველობის შემოწმება ონლაინ
გთავაზობთ მხედველობის სიმახვილის შემოწმების ტესტს, რომელიც ადვილად შეგიძლიად თავად ჩაიტაროთ ინტერნეტში. ტესტის ჩატარება სახალისო და ინფორმატიულია. ის რა თქმა უნდა, არ ცვლის პროფესიონალურ ოფთალმოლოგიურ კვლევას, მაგრამ მოქცემთ პირველად ინფორმაციას თქვენი მხედველობის შესახებ. ტესტი დამუშავებულია და მოწედებული მსოფლიოში წამყვანი ოპტიკური ნაწარმის გამომშვები კომპანია “Essilor”-ის მიერ.
გადადი გვერძე: https://www.essilor.com/en/vision-tests/test-your-vision/
💡კონსულტაციის მისაღებად და ოპერაციის ჩასატარებლად აუცილებელია ჩაეწეროთ წინასწარ.
📍ჩვენი მისამართია 👉 ქ.ბათუმი,ზ.გორგილაძის ქ №91
☎ ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით: 571 79 79 29
🏥 «საგიტარიუსი» მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი