გლაუკომა – „მხედველობის ქურდი“ - SAGITTARIUS Clinic
გლაუკომა

გლაუკომა – „მხედველობის ქურდი“

თვალის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება თვალშიდა წნევის მომატებით, მხედველობის ნერვის შეუქცევადი ატროფიით და მხედველობის ველის პროგრესიული შევიწროვებით. ის მხედველობის ორგანოს ერთ–ერთი ვერაგი დაავადებაა, ვინაიდან მხედველობის დაქვეითება უმეტეს წილად პაციენტისთვის შეუმჩნევლად მიმდინარეობს.

 

დაავადების მიმდინარეობის სხვადასხვა ფორმა არსებობს და მას მრავალი გამომწვევი ფაქტორი აქვს:
– გენეტიკური მემკვიდრეობა
– არტერიული ჰიპერტენზია
– შაქრიანი დიაბეტი
– ათეროსკლეროზი
– ხანდაზმული ასაკი
– თვალის ტრავმა და სხვა ქრონიკული დაავადებები 


ძირითადი სიმპტომები:
– პერიფერიული მხედველობის დაქვეითება
– „მფრინავი წერტილების“ გაჩენა
– „სხივშუქების გაელვება“
– თვალის ტკივილი და გაწითლება
– ხშირია უსიმპტომო მიმდინარეობა


გაცილებით მწვავედ მიმდინარეობს „დახურულკუთხოვანი“ გლაუკომის ფორმა და აგრეთვე გლაუკომის თანხვედრა დიაბეტთან. 
მკურნალობის გარეშე გლაუკომა იწვევს სრულ სიბრმავეს. პაციენტი გლაუკომის დიაგნოზით საჭიროებს სისტემატიურ დაკვირვებას და მკურნალობას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.

 

ძირითადი მკურნალობა მიმართულია თვალშიდა წნევის დაქვეითებაზე და მოიცავს ჰიპოტენზიური წვეთების გამოყენებას. თუ თვალის წნევის დაქვეითება არ ხერხდება მედიკამენტების მეშვობით აუცილებელია ლაზერული ან ქირურგიული ანტიგლაუკომური ოპერაციის ჩატარება. 

 

ვინაიდან გლაუკომა ასაკთან დაკავშირებული დაავადებაა, ოფთალმოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია ყველა ადამიანს 50 წლის შემდეგ ასაკში აძლევს რეკომენდაციას სამ წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს თვალშიდა წნევის გამოკვლევა.

აგრეთვე პირებმა, ვისაც ჰყავთ გლაუკომით დაავადებული ოჯახის წევრები, უნდა ჩაიტარონ შემოწმება 40 წლის ასაკიდან ორ წელიწადში ერთხელ სიხშირით.

მიღებაზე ჩაწერა​