დენსიტომეტრია - SAGITTARIUS Clinic
დენსიტომეტრია

დენსიტომეტრია

დენსიტომეტრია – არის კვლევა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს და ავლენს მოტეხილობის რისკს.

ოსტეოდენსიტომეტრის განვითარებამ შესაძლებელი გახადა ოსტეოპოროზის (ძვლის სიმკვირივის შემცირების) ადრეულ ეტაპებზე დიაგნოსტირება, რაც მოტეხილობების პროფილაქტიკის წინაპირობაა.

დენსიტომეტრული კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ 50 წელს გადაცილებილი ყოველი მე–3 ქალი და 60 წელს გადაცილებული ყოველი მე–5 მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით.

ოსტეოპენიის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს და გართულებებს (ტკივილი,მოტეხილობა, ინვალიდობა, ლეტალური გამოსავალი).

ულტრაბგერითი დენსიტომეტრია არის სრულიად უსაფრთხო, ინოვაციური და ხელმისაწვდომი გამოკვლევა,რომლის ჩატარებაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ასაკოვან ქალებში და მამკაცებში, არამედ ბავშვებსა და ორსულებში, ფარისებური დაავადებების დროს, ჰორმონოთერაპიის ფონზე.

კლინიკა „საგიტარიუსი“-ში დანერგილია ახალი თაობის დენსიტომეტრი OsteoPro Smart.

გამოკვლევას ატარებს ექიმი-რევმატოლოგი ანა წეროძე.

გამოკვლევის ღირებულება 65 GEL.

მიღებაზე ჩაწერა​