ბავშვის მხედველობა, რატომ არის საჭირო ბავშვებში მხედველობის შემოწმება?

ბავშვის მხედველობა, რატომ არის საჭირო ბავშვებში მხედველობის შემოწმება

ბავშვის მხედველობა, რატომ არის საჭირო ბავშვებში მხედველობის შემოწმება?

ახალშობილი იბადება სუსტი მხედველობით. სრული მხედველობა ყალიბდება 7-8 წლის ასაკიში. თუ ამ პერიოდის განმავლობაში არსებობს რაიმე სახის დაპრყოლება-პათოლოგია, რომელიც ხელს უშლის თვალებიდან ინფორმაციის გადაცემას ტვინის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, მაშინ მხედველობა არ ვითარდება ან დეფექტურად ვითარდება. რაც უფრო ადრე მოხდება პათოლოგიის გამოვლენა და აღმოფქვრა, მით უფრო მეტია სრული ხედვის ალბათობა.

 

👩‍რა ასაკში აუცილებელია ბავშვებში მხედველობის შემოწმება?

როგორც წესი ბავშვები არ უჩივიან მხედველობის დაქვეითებას, ვინაიდან მათ არ შეუძლიათ შედარების გაკეთება. მცირეწლოვანმა შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს, რომ ერთი თვალი კარგად ვერ ხედავს, რადგან მეორე თვალით ხდება მხედველობის კომპენსაცია. ამიტომ აუცილებელია გეგმიური შემოწმება სხვა და სხვა ასაკში. ჩვეულებრივ, პირველი ვიზიტი ოფთალმოლოგთან უნდა დაიგეგმოს 1 წლის ასაკში, მაგრამ თუ მშობელს ან პედიატრს ოდნავი ეჭვი აქვთ ბავშვის მხედველობის მდგომარეობის შესახებ, მაშინ აუცილებელია დაუყოვნებლივი ვიზიტი ოფთალმოლოგთან.

თუ ყველა გამოკვლევა 1 წლის ასაკში ნორმის ფარგლებშია, მაშინ შემდეგი შემოწმებები 3 წლის, შემდეგ 6 წლის, შემდეგ 10-11 წლის ასაკში უნდა ჩატარდეს და საბოლოოდ 18 წლის ასაკში. 18 წლისთვის მხედველობითი სისტემა სრულად განვითარებულია და 40 წლამდე არ არის მოსალოდნელი მისი ცვლილებები.

👩‍თვალის რა პრობლემებია ყველაზე ხშირი ბავშვებში?

პირველად გამოკვლეული ბავშვების დაახლოებით 4% -ში ვლინდება პრობლემები, რომლებიც ხელს უშლის მხედველობის ნორმალურ განვითარებას. სამი ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადება ბავშვებში არის: სიელმე( სტრაბიზმი), ამბლიოპია (”ზარმაცი თვალი”) და რეფრაქციის დარღვევა (მიოპია, ჰიპერმეტროპია და ასტიგმატიზმი).

 

👩‍სამედიცინო ცენტრ „საგიტარიუსი“-ში უკვე 15 წელი ფუნქციონირებს ბავშთა მხედველობის პათოლოგიის განყოფილება. ტარდება 0 წლიდან – 18 წლამდე ბავშვებში თვალის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ჩვენი წამყვანი ოფთალმოლოგები ელიტა ხვედელიძე და ეკატერინე გვარიშვილი – გამოცდილი სპეციალისტები არიან, რომლებსაც ჩვენი რეგიონის მრავალი მადლიერი პაციენტი ყავთ.

კლინიკაში ყოველ თვე ჩამოდის და ატარებს კონსულტაციებს საქართველოს ცნობილი ბავშთა ოფთალმოლოგი გელა ობერიუხტინი. ტარდება მხედველობითი ვარჯიშების კურსები, ოპერაციები თანდაყოლილი კატარაქტის, გლაუკომის, ჩირქოვანი დაკრიოცისტიტის და სიელმის დროს.

დამატებით ინფორმაცია იხილეთ

🖋️დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
☎: 0422 27 95 53 ; ☎ 577 77 97 97.

ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებეში: 
https://www.facebook.com/sagitariusi2/

🏥მისამართი:

ქ. ბათუმი, ზ.გორგილაძის ქ. #91

მიღებაზე ჩაწერა​

Leave a reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *