ავასტინი
ავასტინი – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც ოფთალმოლოგიაში 2004 წლიდან გამოიყენება. პრეპარატი ამცირებს ბადურაზე ახალწარმოქმნილი, პათოლოგიური სისხლძარღვების ზრდას. დღეს ავასტინის ინიექციები აღიარებულია მკურნალობის ოქროს სტანდარტად თვალის ისეთ რთულ დაავადებების დროს, როგორიცაა:
- დიაბეტიური რეტინოპატია,
- ასაკობრივი მაკულოდისტროფია,
- ბადურის სისხლძარღვების თრომბოზი,
- ნეოვასკულარული გლაუკომა.
კლინიკა “საგიტარიუსში” ავასტინის ინიექციებს ატარებს თბილისის “ჩიჩუების კლინიკა მზერის” ხემძღვანელი პროფესორი გიორგი ჩიჩუა და ამავე კლინიკის რეტინოლოგთა ჯგუფი.
ბადურა გარსი – მხედველობის სისტემის უმთავრესი სტრუქტურაა. ბადურის დაავადებები უმეტეს შემთხვევაში იწვევს მხედველობის მკვეთრ, უკუქცევად დაქვეითებას და სიბრმავეს. დაავადების დროული აღმოჩენა გადაწყვიტავს მკურნალობის შედეგს და პროგნოზს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ოფთალმოლოგს, თუ შენიშნეთ:
- მხედველობის დაბინდვა ორ დღეზე მეტ ხანს;
- ადგილი აქვს მხედველობის უეცარ დაკარგვას ცალ ან ორივე თვალში;
- შენიშნავთ შავ ან ნაცრისფერ ლაქებს, აბლაბუდას ან ჭიმებს, რომელიც თვალის მოძრაობასთან ერთად მოძრაობს და დაცურავს აქეთ-იქეთ;
- შეამჩნევთ ციმციმსა და ნათებებს;
- თვალის ტკივილი ან დისკომფორტი;
- მხედველობის გაორება;
- ცენტრალური მხედვლობის უცაბედი დაკარგვა;
- გვერდითი ანუ პერიფერიული მხედველობის დაქვეითება;
- ღამის ან ბინდის მხედვლობის გაუარესება;
- თითქოს „ფარდა ჩამოგეფარათ“ თვალების წინ;
- დიაბეტის დიაგნოსტირების შემთხვევაში;