ახლომხედველობა - SAGITTARIUS Clinic
ახლომხედველობა

ახლომხედველობა

ახლომხედველობა ანუ მიოპია – თვალის დაავადებაა, რომლის დოს პაციენტი ახლომდებარე საგნებს გარკვევით ხედავს, დაშორებულს კი – ბუნდოვნად. მიოპიის დროს თვალის კაკალი უფრო გრძელია ან რქოვანა გარსის სინათლის გარდატეხის (რეფრაქციის) ძალაა მომატებული, ამიტომ თვალში შემავალი სინათლის სხივები გარდატყდება და იკრიბება არა ბადურაზე, არამედ მის წინ, რის გამოც მიღებული გამოსახულება ბუნდოვანია.

არჩევენ სუსტ(3,0-მდე), საშუალო(6,0-მდე) და მაღალი ხარისხის მიოპიას (6,0-დან ზემოთ). მიოპია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი.

განასხვავებენ სტაბილურ და პროგრესიულ მიოპიას.

პროგრესირებადი მიოპია ძირითადად 6–9 წლის ასაკიდან ვლინდება და 18-19 წლამდე ახასიათებს ზრდა. პროგრეირებადი მიოპიის დროს თვალის კაკალი ნორმაზე მეტედ იზრდება სიგრძეში, რასაც მოყვება თვალშიდა ბადურა გარსის გაქაჩვა-გათხელება და დეგენერაციული დაზიანება. სწორედ ბადურა გარსის დეგენერაციული დაზიანება არის ძირითადი გართულებების მიზეზი ამ დაავადების დროს, და თუ რატომ ითვლება ახლომხედველობა თვალის სერიოზულ და რთულ დაავადებად. ბადურა გარსის გათხელებას შესაძლოა მოყვეს მისი შემდგომი გახეთქვა ან ჩამოცლა.

ახლომხედველ ადამიანებს, რომლებსაც თვალის კაკალი გრძელი აქვთ ეკრძალებათ სიმძიმეების აწევა, მძიმე სპორტით დაკავება. ამ დროს აკრძალულია ფიზიოლოგიური მშობიარობა და ჭინთვა. ცნობილია, რომ ახლომხედველობის პროგრესირებას ხელს უწყობს თვალის მხედველობითი გადატვირთვა.

მიოპიის ძირითადი მიზეზი გენეტიკური მემკვიდრეობაა. ასევე აღწერილია დაბალი ხარისხის მიოპიის განვითარება თვალის ხანგძლივად მხედველობითი გადატვირთვის დროს.
მიოპიის გამოსავლენად აუცილებელია ოფთალმოლოგიური გამოკვლევა სკოლამდელ ასაკში, შემდეგ 8-11, 16-18 წლის ასაკში. 

ახლომხედველობის მკურნალობა უმეტეს წილად მოიცავს სწორი, კომფორტული სასათვალით კორექციის დანიშვნას. ასევე კორექცია შესაძლებელია კონტაქტური ლინზებით , ლაზერით (18 წლის შემდეგ) , ფაკიური ინტრაოკულარული ლინზის იმპლანტაცით. აუცილებელია მიოპიის სისტემატიური მეთვალყურეობა ოფთალმოლოგთან. ბადურა გარსის დეგენერაციული ცვლილებების აღმოჩენისას აუცილებელია დროულად ჩატარდეს ბადურის ლაზერფოტოკოაგულაცია, რათა თავიდან ავიცილოდ ბადურის ჩამოცლა და მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ან დაკარგვა.

სტატიის ავტორი – ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი
ექიმი ელიდა ხვედელიძე.

თუ ფირობთ რომ გაწუხებთ ახლომხედველობა
ჩაეწერეთ ექიმთკონსულტაციაზე. 

მიღებაზე ჩაწერა​