ექიმი თერაპევტი ბათუმში
თერაპია – მედიცინის ნაწილია, რომელიც შეისწავლის შინაგან სნეულებებს. შინაგან სნეულებებს განეკუთვნება შინაგანი ორგანოების ზოგიერთი პათოლოგიები, აქ შემოდის ორგანიზმის თითქმის მთლიანი სისტემა – სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული, სუნთქვისა და სხვა სისტემები. თერაპევტი: შინაგან სნეულებათა სპეციალისტი, ანუ ფართო პროფილის ექიმია, რომელიც აძლევს მიმართულებას გამოკვლევის ჩასატარებლად, ადგენს მკურნალობის პროგრამას ან გზავნის პაციენტს ვიწრო პროფილის სპეციალისტთან. ექიმი– თერაპევტი ასევე გამოავლენს დაავადების გამომწვევ მიზეზებს, ატარებს პროფილაქტიკას. მაღალი კვალიფიკაციის ექიმ–თერაპევტს მოეთხოვება მედიცინის სხვადასხვა დარგების ღრმა ცოდნა. ექიმი–თერაპევტები ზრუნავენ ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების გუნება–განწყობის მხარდაჭერაზე დაავადებათა გაუმწვავებელ სტადიაზე თუ თქვენ არ იცით, რასთან არის დაკავშირებული თქვენი ავადმყოფური მდგომარეობა, ტკივილებისა და დისკომფორტი, უწინარეს ყოვლისა, უნდა მიმართოთ ექიმ–თერაპევტს. პირველადი კონსულტაციის შემდეგ, რომლის დროსაც ექიმი მოგისმენთ, ჩაგიტარებთ უმარტივეს გასინჯვას, იგი გაგაგზავნით აუცილებელი გამოკვლევების ჩასატარებლად, რომელთა შედეგების მიხედვით დაგისვამთ დიაგნოზს და ან დაგინიშნავთ მკურნალობას, ან მიგავლენთ იმ სპეციალისტთან, ვის კომპეტენციაშიც შედის ეს დაავადება ან ავადმყოფური მდგომარეობა. ჩვენს სამედიცინო ცენტრში მიღებებს ატარებს მაღალი კვალიფიკაციისა და მუშაობის დიდი გამოცდილოების მქონე–თერაპევტი, რომელიც ზუსტად დაადგენს და ჩაატარებს დაავადების ეფექტურ მკურნალობას.
Neuralgia Treatment
Treatment includes drug therapy, physiotherapy and/ or surgery, aimed to relieve pain....
Epilepsy Treatment
Various methods to diagnose and treat various forms of seizures aim to restore a patient’s...