TOP-5 საუკეთესო პროცედურების პლასტიკური ქირურგიაში
ესთეტიკისა და პლასტიკური ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოებამ შეადგინა TOP-5 საუკეთესო დაბერების საწინააღმდეგო პროცედურების ჩამონათვალი. ჩვენ მივმართავთ ამ სიას და უფრო დეტალურად განვიხილავთ თითოეულ პროცედურას :
კანის დაბერების საწინააღმდეგო პროცედურები გვაძლევს საშუალებას:
- გავაქროთ და შევამციროთ სახის კანის მცირე ნაოჭები და ნაკეცები;
- გავასწოროთ სახის ოვალი და კონტური;
- იწვევენ კანში კოლაგენის და ელასტინის აქტიურ წარმოებას, რაც ხელს უწყობს კანის განახლებას და გამკრივებას;
- აუმჯობესებენ კანის ფერს;
- ამცირებენ მეორე ნიკაპს (ღაბაბს);
ნებისმიერი ზემოაღნიშნული ესთეტიკური ნაკლოვანება უკვე არის საფუძველი იმისათვის, რომ მივმართოთ ლიფტინგ პროცედურებს.
მთელ მსოფლიოში რა თქმა უნდა ქალები უფრო ხშირად მიმართავენ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს გაახალგაზრდავების მიზნით, და აი ეს TOP- 5 მათი ჩამონათვალი:
ბოტოქსის ინიექციები
დღესდღეობით, გაახალგაზრდავების ყველაზე ეფექტურ და მოთხოვნად საშუალებად ბოტოქსი ითვლება. ბოტოქსი მიიღება ბოტულინის ტოქსინისაგან. ეს პრეპარატი გამოცდილია წლების განმავლობაში და ის სრულიად უვნებელია ადამიანის ორგანიზმისათვის. ბოტოქსი წარმოადგენს ნერვული იმპულსის გადაცემის დროებით დამთრგუნველ საშუალებას, რაც გამოიხატება კუნთის აქტიური მოძრაობის დაქვეითებით და ვიზუალურად ნაოჭის გასადავებას და სახის ნაკვთების გაუმჯობესებას იწვევს.
ბოტოქსის ინიექციები შუბლზე ასწორებს ჰორიზონტალურ მიმიკურ ნაოჭებს, ნაკეცებს წარბებს შორის, ნაოჭების ქსელს თვალების ირგვლივ (ე.წ. “ბატის თათები”);
ინიექციები ცხვირ-ტუჩის არეში იცავს ზედა ტუჩის ირგვლივ ნაოჭების გაჩენისგან, ასევე ეფექტურია პირის კუთხეებში ნაოჭების წინააღმდეგ;
ნიკაპის, ცხვირის ზურგისა და ფრთების ნაოჭები, ასევე, ბოტოქსის მოქმედებას ექვემდებარება;
“სილამაზის ინიექციებს” ყელის ჰორიზონტალური და ვერტიკალური ნაოჭების მოშორება ძალუძს, ეფექტურია ნაოჭების წინააღმდეგ დეკოლტეს ზონაში;ასევე წარბების აწევა.
ბოტოქსი არაჩვეულებრივად ეფექტურია ჰიპერჰიდროზის (ფეხებზე, ხელებზე და იღლიებში ოფლის გაძლიერებული გამოყოფა) მკურნალობაში. პრობლემურ ზონაში ნემსის გაკეთების შემდეგ მრავალი თვის განმავლობაში დაივიწყებთ ოფლიანობას!
კიდევ ერთი ჯადოსნური მოქმედება – ბევრი პაციენტი ინიექციის შემდეგ არა მარტო ნაოჭებისგან, არამედ თავის ტკივილისგანაც თავისუფლდება. ბოტოქსის მოქმედების შედეგად კუნთები დუნდება და აღარ ახდენს ზეწოლას ნერვულ დაბოლოებებზე, რაც შაკიკის პროვოცირებას იწვევს.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის მკურნალობა პერიოდული ხასიათისაა. ეფექტის შენარჩუნების საშუალო ვადა 6 თვეა. შემდგომ კვლავ შესაძლებელია ინექციის განმეორება. პროცედურა ტარდება ამბულატორიულ პირობებში, არის სრულიად უმტკივნეულო და ხელს უწყობს შუბლისა და თვალის კიდეების და პირის გარშემო ზონებში ნაოჭების შემცირებას.
ბიორევიტალიზაცია
ცნობილია, რომ 25 წლის შემდეგ ადამიანის კანის უჯრედებში იწყება ინვოლუციური პროცესები, ქვეითდება რეგენერაციული ფუნქცია, კანი კარგავს სითხეს, ჰიალურონის მჟავას და ვლინდება დაბერების პირველი ნიშნები. ტერმინი ბიორევიტალიზაცია – გაცოცხლებას ნიშნავს. ბიორევიტალიზაციის პროცედურის დროს კანში მიკროინიექციების საშუალებით შეგვყავს ჰიალურონის მჟავა.
ჰიალურონის მჟავა კანის ბუნებრივი კომპონენტია. იგი ინარჩუნებს ტენიანობას ქსოვილებში, განსაზღვრავს წყლის რაოდენობას უჯრედში, აძლევს კანს სიმკრივეს და ელასტიურობას. იგი ნორმალურ მდგომარეობაში ინარჩუნებს კოლაგენის და ელასტინის ძაფებს – კანის მთავარ ცილებს. იგი არეგულირებს ფიბრობლასტების მოქმედებას – სპეციალურ უჯრედებს, რომლებიც აახლებენ კანს. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ჰიალურონის მჟავა არის ნივთიერება, რომელიც ინარჩუნებს კანის ახალგაზრდობას და სილამაზეს. ბიორევიტალიზაციისთვის მომზადებული პრეპარატების შემადგენლობაში შედის როგორც სუფთა ჰიალურონის მჟავა, ასევე შესაძლებელია შედიოდეს ვიტამინები, მცენარეული ექსტრაქტები, პეპტიდები, რაც აძლიერებს პრეპარატის მოქმედებას. ბიორევიტალიზაციის შემდეგ, სახის ფერი უმჯობესდება, კანი ხდება უფრო გლუვი და გამკვრივებული, მცირე ნაოჭები ქრება. ტექნიკურად, ბიორევიტალიზაცია შეიძლება განხორციელდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. პრაქტიკაში, ყველაზე ხშირად პროცედურა ხორციელდება სახის და დეკოლტეს არეში. 25-35 წლის ასაკში ახალგაზრდა კანის შენარჩუნების, ნაოჭების განვითარების პროფილაკტიკის მიზნით საკმარისია ჩავიტაროდ პროცედურა 2 ჯერ წელიწადში. 35 წლის შემდეგ უპრიანია პროცედურა 3-5 ჯერ წელიწადში ჩატარდეს.
ძაფოვანი ლიფტინგი
ამ პროცედურის დროს კანის ღრმა შრეებში სპეციალური ძაფები შეყავთ თხელი ნემსის საშუალებით. ძაფები ერთგვარ „ჩარჩოს“ ქმნიან კანის ქვეშ და ხდება კანის დაჭიმვა.ძაფოვანი ლიფტინგი მოუხდებათ იმ პაციენტებს, რომელთა კანმა ტონუსი დაკარგა, მოუდუნდა კანი და შეეცვალათ ოვალი. მეთოდიკას სპეციალისტი ნებისმერი პაციენტისთვის ინდივიდუალურად არჩევს.
ზოგადად, ძაფოვან ლიფტინგს მიმართავენ 35 წლის შემდეგ,ამ პროცედურით შესაძლებელია სახის ოვალის გაუმჯობესება, წარბების კიდეების აწევა . სხვა ლიფტინგ პროცედურებთან შედარებით საკმაოდ ტრავმატიულია და ტარდება ადგილობრივი გაყუჩების ქვეშ. ჩატარების შემდეგ პაციენტი რამოდენიმე საათი რჩება კლინიკაში.
დღესდღეობით კოსმეტოლოგიურ ბაზარზე ძაფების მრავალი სახეობაა წარმოდგენილი. ყოველი ძაფის უპირატესობა ინდივიდუალურად უნდა განიხილოს გამოცდილმა სპეციალისტმა.
რადიოტალღური ლიფტინგი – RF – ლიფტინგი
RF ლიფტინგი- ეს არის ელექტრული ველის მოქმედება კანსა და კანქვეშა ქსოვილებზე რადიოტალღების სიხშირის დიაპაზონში. პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხოა. პირველი შედეგი ვლინდება მომენტალურად და იგი თანდათან ძლიერდება. საბოლოო შედეგი დგება მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ და ეფექტურობას ინარჩუნებს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში. პროცედურის საშუალებით ხდება კანის გაახალგაზრდავება და გადაჭიმვა (ლიფტინგი) უოპერაციოდ ხანგრძლივმომქმედი ეფექტით.
კანის გაახალგაზრდავება ხდება უჯრედების ბუნებრივი სტიმულაციის გზით, რადიოტალღები მოქმედებს კანის ღრმა ფენებზეც, ახდენს კოლაგენის სინთეზის გააქტიურებას და კანის საერთო ფართობის მნიშვნელოვან შემცირებას, შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებული ბოჭკოების დაჭიმვას, ფიბროზული ქსოვილის ალაგებას. შედეგად, იმატებს კანის ტონუსი, იგი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური( ოპერაციული გადაჭიმვის შედეგად კანი პირიქით, თხელდება).
ალაგებს მცირე და საშუალო ზომის ნაოჭებს (თვალის გარშემო, ტუჩის ნაოჭები), ასწორებს „ფორთოხლის“ და მოდუნებულ კანს ( სახე, „დეკოლტეს“ მიდამო, მხრის შიდა ზედაპირი, მუცელი, ბარძაყები, დუნდულოები); ამცირებს და ალაგებს სტრიებს, აუმჯობესებს კანის ფერს და სტრუქტურას, ასწორებს გრავიტაციულ ფტოზს და ლიპოსაქციის შემდგომ დეფექტებს;
ეს მეთოდიკა მნიშვნელოვანია ცელულიტის კომპლექსურ მკურნალობაში.
პლაზმოლიფტინგი
პლაზმოლიფტინგი ან „ვამპირების ლიფტინგი“ ან „დრაკულას ინექციები“, საშინელი სახელის მიუხედავად, ძალიან სასარგებლო პროცედურაა. ადამიანის სისხლიდან მოპოვებული, სპეციალურად გამდიდრებული პლაზმა , მიკროინიექციების სახით შეიყვანება კანის პრობლემურ ზონებში (ნაოჭებში, ასაკობრივ ლაქებში, ნაწიბურებში, გამონაყარის არეში და ა.შ). ანუ ახალგაზრდობის ელექსირი ჩვენივე სისხლიდან მზადდება.
საინტერესო ფაქტი! ამ სილამაზის პროცედურის აქტიური მხარდამჭერია ამერიკელი ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი, რომელმაც დრაკულას ინექციების შესახებ რამდენიმე ვიდეო ჩაწერა და გამოაქვეყნა იგი youtube არხზე.
🖋️დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
☎: 0422 27 95 53 ; ☎ 577 77 97 97.
ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებეში:
https://www.facebook.com/sagitariusi2/
🏥მისამართი:
ქ. ბათუმი, ზ.გორგილაძის ქ. #91
სამედიცინო ცენტრი « საგიტარიუსი»