რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის ნუშურა ჯირკვლებს? - SAGITTARIUS Clinic
რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის ნუშურა ჯირკვლებს

რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის ნუშურა ჯირკვლებს?

 

რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის ნუშურა ჯირკვლებს? რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ე.წ ანგინამ? როდის არის გარდაუვალი გლანდების ოპერაცია?

 

რა დანიშნულება აქვს ორგანიზმისთვის ნუშურა ჯირკვლებს?

– ნუშურა ჯირკვლები ორგანიზმში ბარიერულ ფუნქციას ასრულებენ – ერთი მხრივ, წინ ეღობებიან ორგანიზმში დაავადებათა გამომწვევების შეღწევას და მათ გამრავლებას. მეორე მხრივ კი თვითონვე გამოიმუშავებენ ლიმფოციტებსა და იმუნოგლობულინებს, რომლებიც ზოგადიმუნურ რეაქციებში მონაწილეობენ და ორგანიზმს ვირუსების, ბაქტერიებისა თუ სხვა მიკრობების მიერ წარმოქმნილი ტოქსინებისგან იცავენ.

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ნუშურა ჯირკვლების ანთებამ?

– ნუშურა ჯირკვლების ანთებას მედიცინის ენაზე ტონზილიტი ეწოდება, რომელიც გამოწვეულია ვირუსული (50-80%) ან ბაქტერიული (5-36%) ინფექციით. მწვავე ტონზილიტი, იგივე ანგინა (ხალხში უფრო მეტად ანგინის სახელწოდებითაა ცნობილი) ზედა სასუნთქი გზების ფართოდ გავრცელებული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს, ძირითადად, სასის ნუშურების დაზიანებით, თუმცა ანთებითი პროცესი შეიძლება ლოკალიზებული იყოს, ასევე, ხახისა და ენის ნუშებში, ხორხის მიდამოში და მის გვერდით რკალებში. არასწორი მკურნალობის ან დაავადების ნებაზე მიშვების გამო მწვავე ტონზილიტი შესაძლოა, ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. ქრონიკულ ტონზილიტს ხშირად ჩირქოვან გლანდებსაც უწოდებენ.

როგორ ამოვიცნოთ მწვავე ტონზილიტი?

 ტონზილიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ყელის ტკივილი, განსაკუთრებით ყლაპვის დროს. ზოგჯერ ეს ტკივილი ძალიან ძლიერია და 48 საათზე მეტი ხანგრძლივობაც შეიძლება ჰქონდეს;
  • გადაცემითი ტკივილი შეიძლება აღინიშნოს ყურის არეში;
  • ცხელება, რომელმაც შესაძლოა საკმაოდ მაღალ ციფრებს მიაღწიოს;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • თავის ტკივილი;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • გაძლიერებული ნერწყვდენა;
  • ხვრინვა;
  • ხმის შეცვლა;
  • პატარა ბავშვებში აღინიშნება მუცლის ტკივილი;
  • გამონადენი ცხვირიდან ან ცხვირის “გაჭედვა”;
  • ხველა;
  • ცემინება;
  • გადიდებულია ლიმფური ჯირკვლები და პაციენტს აღენიშნება სასის ტონზილების შეშუპება, ასევე ჩირქოვანი ნადები ტონზილების ზედაპირზე.

– როგორ ხდება დიაგნოსტიკა და როდის არის გარდაუვალი ტონზილექტომია (ანუ გლანდების ოპერაცია)?

ჩივილების და ობიექტური მონაცემების გათვალისწინებით მწვავე ტონზილიტის დიაგნოზის დასმა რთული არ არის. პირველ რიგში, ექიმი ადგენს, რამ გამოიწვია ყელის ტკივილი და თანდართული ჩივილი, ბაქტერიულიი ფონია ეს თუ ვირუსული. მწვავე სტრეპტოკოკული ფარინგიტისა და ვირუსული ანგინის ერთმანეთისგან გარჩევა მხოლოდ კლინიკური ნიშნებით შეუძლებელია, თუმცა არსებობს სიმპტომები, რომლებიც სტრეპტოკოკული ფარინგიტის დიდ ალბათობაზე მიუთითებს. ესენია გადიდებული, შეშუპებული წითელი ნუშურა ჯირკვლები მოთეთრო ნადებით, ტემპერატურის მომატება, კისრის ლიმფური კვანძების გადიდება მაშინ, როდესაც არ შეინიშნება გაციებისთვის ტიპობრივი სიმპტომები – ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ხველა. უნდა ითქვას, რომ ეს განსხვავება ყოველთვის არ არის თვალში საცემი და დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო ხდება ლაბორატორიული კვლევა. საბოლოო დიაგნოზს სვამენ ხახიდან აღებული ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. ტონზილექტომიის გაკეთების აუცილებლობას ყოველთვის ოტორინოლარინგოლოგი წყვეტს.

ტონზილექტომიის ჩვენებებია:

  • ანთების 3 ან მეტი ეპიზოდი ყოველ წელიწადში 3 წლის განმავლობაში. 5 ან მეტი ეპიზოდი ყოველ წელიწადში ორი წლის განმავლობაში, ან 7-ზე მეტი ეპიზოდი ერთი წლის განმავლობაში.
  • ლაბორატორიული კვლევების მიხედვით: ხახის ნაცხში GABHშ-ის არსებობა, ასევე ანტისტრეპტოლიზინის და С რეაქტიული ცილის ტიტრის მატება სისხლში;
  • ანამნეზში პარატონზილარული აბსცესის ერთი ეპიზოდის არსებობაც კი;
  • ტონზილოგენური გართულებები სახსროვანი, გულ-სახსროვანი, გულ-სისხლძარღვთა სოსტემების მხრივ;
  • გლომენურონეფრიტი;
  • თუ ტონზილექტომიის ჩვენებები საეჭვოა, ჯობს 6-თვიანი დაკვირვება პაციენტზე.

თუ ოპერაცია დროულად არ გაკეთდა, შემდეგ რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს?

ტონზილიტი მიეკუთვნება ისეთ დაავადებათა ჯგუფს, რომლის დროსაც ორგანიზმის ორგანოებსა და სისტემებზე სერიოზული პათოლოგიური ცვლილებები ვითარდება. გარდა იმისა, რომ დაავადებამ შეიძლება ქრონიკული ფორმა მიიღოს, ის შეიძლება გახდეს ისეთი პათოლოგიების მიზეზი, როგორიცაა:

  • გულის მუშაობის დარღვევა;
  • ტკივილი გულის არეში;
  • გულის რიტმთან დაკავშირებული პრობლემები;
  • თირკმელების დაზიანება;
  • რევმატიზმი;
  • სახსრების ფუნქციის მოშლა და ა.შ.

ზემოჩამოთვლილი გართულებების თავიდან  ასაცილებლად, საჭიროა, დროულად მიმართოთ ექიმს და დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა.

რა თანამედროვე მეთოდები გამოიყენება ტონზილექტომიის ოპერაციის ჩასატარებლად?

ტონზილექტომია ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით კეთდება. თანამედროვე მეთოდებიდან დღესდღეობით უახლესია ტონზილექტომია ლაზერით და ცივი პლაზმური მეეთოდის (კობლაციის) გამოყენებით. ეს თანამედროვე ტექნოლოგიები განაპირობებს უსისხლო ოპერაციას, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ტკივილის მინიმუმამდე დაყვანას და სისხლდენის შემცირებას. ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ტარდება და 15-20 წუთი მიმდინარეობს.  ასე რომ, დღეს უკვე მარტივად და უმტკივნეულოდ შეგვიძლია ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები. კლინიკა “საგიტარიუსი”-ში დანერგილია პირველი აჭარაში ოტორინოლარინგოლოგიური ქირურგიული ლაზერული დანადგარი A.R.C. Wolf Laser Germany. ოპერაციებს ატარებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი, საქართველოს წამყვანი ოტორინოლარინგოლოგი გიორგი გოგნიაშვილი და კლინიკის მთავარი ოტორინოლარინგოლოგი ზებურ ალიშანიძე.

🖋️დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
☎: 0422 27 95 53 ; ☎ 577 77 97 97.

ან მოგვწერეთ პირად შეტყობინებეში: 
https://www.facebook.com/sagitariusi2/

🏥მისამართი:

ქ. ბათუმი, ზ.გორგილაძის ქ. #91
სამედიცინო ცენტრი « საგიტარიუსი»

მიღებაზე ჩაწერა​