მხედველობითი გადაღლის სინდრომი
ადამიანების 30 % რომლებიც ოფთალმოლოგს მიმართავენ უვლინდებთ აკომოდაციის სპაზმი. დაავადება მეტად გვხდება ბავშთა და მოზარდთა ასაკში.
მხედველობითი გადაღლის სინდრომი (აკომოდაციის სპაზმი, ცრუ ახლომხედველობა) – მხედველობის ფინქციონალური დარღვევაა.
აკომოდაციის სპაზმის ძირითადი მიზეზია მხედველობის ხანგძლივი დატვირთვა კითხვის, ტელეფონის, კომპიუტერის და სხვა ეკრანებთან. მის განვითარებას ხელს უწყობს სამუშაო ოთახში არასათანადო განათება, სხეულის არასწორი პოზიცია მუშაობის დროს, ძილის რეჟიმის დარღვევა, ჟანგბადის უკმარისობა.
აკომოდაციის სპაზმისას ხშირად ხდება მხედველობის პერიოდული დაქვეითება (დაბინდვა, დეფოკუსაცია), გაორება, ჩქარი დაღლა ახლო მანძილზე მუშაობის დროს, თვალების წვა, გაწითლება, ცრემლდენა.
ასევე ორბიტის შუბლის და საფეთქლის არეში ტკივილი. ბავშვებში ხშირად იწვევს ემოციურ გაღიზიანებას, დაღლილობას, სწავლის პროცესის გაძნელებას.
უმეტესად, დროული და სათანადო მკურნალობის ფონზე აკომოდაციის სპაზმი უკუქცევადია. აკომოდაციის სპაზმი ადვილად მკურნალდება მედიკამენტების და მხედველობითი რეჟიმის დაცვის ფონზე.
ზოგ შემთხვევაში პაციენტს ენიშნება დროებითი აკომოდაციის გამტვირთავი სამუშაო სასათვალო კორექცია, ასევე ფიზიოთერაპიული აპარატურული ვარჯიშები.
თუ აკომოდაციის სპაზმი ხანგრძლივად მიმდინარეობს და არ ხდება სათანადო მკურნალობა ცრუ ახლომხედველობა შესაძლოა გადაიზარდოს ნამდვილ ახლომხედველობაში, ამიტომ დროულად მიმართეთ ოფთალმოლოგს რათად თავიდან ავიცილოთ გართულებები.
თუ ფირობთ რომ გაქვთ აკომოდაციის სპაზმი
ჩაეწერეთ ექიმთკონსულტაციაზე!