ახალშობილთა თვალიდან ჩირქოვანი გამონადენის უხშირეს მიზეზს ახალშობილთა დაკრიოცისტიტი წარმოადგენს. დაკრიოცისტიტის (ცრემლგამტარი გზების ანთების), დროს საცრემლე არხი დახშულია ემბრიონალური აპკით, რის შედეგად ხდება ცრემლის შეგუბება და შემდგომი მისი ინფეცირება.
დაავადების მთავარი სიმპტომებია : მუდმივი ჩირქოვანი გამონადენი, თვალის გაწითლება, ცრემლდენა და ქუთუთოების შეშუპება. სიმპტომები დაბადებიდან 2 თვემდე იჩენს თავს.
მკურნალობა: თვალის ანტისეპტიკური წვეთები (ინიშნება ექიმის მიერ); საცრემლე გზების გარეგანი მასაჟი.
მედიკამენთტოზური მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში საჭიროა საცრემლე არხის ზონდირება და ჩარეცხვა. მანიპულაცია ტარდება როგორც ადგილობრივი ასევე ზოგადი ანესთეზიის ქვეშ. უმეტეს შემთხვევაში მისი 1 ჯერ ჩატარება სრულიად აღმოფქვრის პათოლოგიურ პროცესს. იშვიათად პროცედურა საჭიროებს განმეორებას.