დაღლილი თვალის სინდრომი - SAGITTARIUS Clinic
დაღლილი თვალის სინდრომი

დაღლილი თვალის სინდრომი

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა სხვადასხვა კომპიუტერული ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. კაცობრიობა იყენებს მათ არამარტო სასწავლო და პროფესიულ პროცესში, არამეტ გასართობად და ერთმანეთში საურთიერთოდ. კომპიუტერიზაციის ერას მოაქვს ადამიანის უნარჩვევების და მენტალობის განვითარების დადებითი  ცვლილებები,  მაგრამ ამასთან ერთად მედიკოსები სულ უფრო მეტად ვხდებით მის უარყოფით გავლენას ორგანიზმის  ფსიქო-სომატიურ მდგომარეობაზე.  უპირველესად გართულებებით მიმართავენ ოფთალმოლოგებს.

30 % ოფთალმოლოგთან მიმართულ ადამიანს უვლინდება თვალის მხედველობითი გადაღლის სინდრომი.

მხედველობითი გადაღლის სინდრომი (ცნობილი აგრეთვე როგორც: ასტენოპია, აკომოდაციის სპაზმი, ცრუ ახლომხედველობა) – მხედველობის ფინქციონალური დარღვევაა. ის განპირობებულია თვალშიდა მაფოკუსირებელი (ცილიარული) კუნთის გადაძაბვით, რომელიც ვითარდება ახლო მანძილძე ხანგძლივი მუშაობის დროს (კითხვა, კომპიუტერზე მუშაობა, ტელევიზორის და ტელეფონის ხანგძლივი ყურება) .

დაავადება მეტად გვხდება ბავშთა და მოზარდთა ასაკში. სტატისტიკურად ვლინდება 15% სკოლის ასაკის ბავშვებში. აგრეთვე ასტენოპიური ჩივილები დამახასიათებელია 40 წლის შემდეგ, ახლო მანძილზე მხედველობის ასაკობრივი დაქვეითების დაწყების დროს. უმეტესად, დროული და სათანადო მკურნალობის ფონზე პროცესი უკუქცევადია.  ბავშთა ასაკში ხანგძლივად მიმდინარე, მკურნალობის გარეშე , შესაძლოა გადაიზარდოს ნამდვილ ახლომხედველობაში.

ასტენოპიის ძირითადი მიზეზია მხედველობის ხანგძლივი დატვირთვა კითხვის, ტელეფონის, კომპიუტერის და სხვა ეკრანებთან.  მის განვითარებას ხელს უწყობს სამუშაო ოთახში არასათანადო განათება, სხეულის არასწორი პოზიცია მუშაობის დროს, ძილის რეჟიმის დარღვევა, ჟანგბადის უკმარისობა. ის ადვილად ვითარდება ზურგის კუნთების დაჭიმვის,  ხერხემლის პათოლოგიების,  ჩიყვის, ანემიის, ჰიპოვიტამინოზისა და ნევროზების ფონზე.  ყველაზე ხშირად აკომოდაციის სპაზმი აწუხებთ პირებს, რომლებიც არ ატარებენ სათვალეს რეფრაქციული დარღვევების (მიოპია, ჰიპერმეტროპია, ასტიგმატიზმი,პრესბიოპია) დროს.

თვალის დაღლილობის სიმპტომები

პათოლოგიური მდგომარეობის სუბიექტიურ გამოვლენად ხშირად ვხდება მხედველობის პერიოდული დაქვეითება (დაბინდვა, დეფოკუსაცია), გაორება, ჩქარი დაღლა ახლო მანძილზე მუშაობის დროს, თვალების წვა, გაწითლება, ცრემლდენა. ასევე ორბიტის შუბლის და საფეთქლის არეში ტკივილი. ბავშვებში ხშირად იწვევს ემოციურ გაღიზიანებას, დაღლილობას, სწავლის პროცესის გაძნელებას.

აკომოდაციის დიაგნოსტიკა ხდება ოფთალმოლოგის მიერ მხედველობის აპარატურული და ფუნქციონალური გამოკვლევის ნიადაგზე.   უმეტეს წილად აკომოდაციის სპაზმი ადვილად მკურნალდება მედიკამენტების და მხედველობითი რეჟიმის დაცვის ფონზე.  ზოგ შემთხვევაში პაციენტს ენიშნება  დროებითი აკომოდაციის გამტვირთავი სამუშაო სასათვალო კორექცია, ასევე ფიზიოთერაპიული აპარატურული ვარჯიშები.  მიოპიის, ჰიპერმეტროპიის ასტიგმატიზმის და პრესბიოპიის  აღმოჩენის დროს ინიშნება მუდმივი სასათვალო კორექცია.  პაციენტი შესაძლოა იყოს მიმართული ნევროლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ვერტებროლოგთან ან სხვა სპეციალისტთან თანდართული  სომატიური პათოლოგიის დიაგნოსტიკა-მკურნალობაზე.

დაღლილი თვალის სინდრომის მოხსნის ერთ ერთი ეფეკტური და ადვილად შესასრულებელი საშვალებაა თვალის იოგა (ვარჯიშები, რომელიც შეგიძლიათ ისწავლოდ შემდეგ გვერძე:  https://www.youtube.com/watch?v=n23Vs2WGftI&t=84s ).

გესაუბრებოდათ კლინიკა საგიტარიუსის ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ელიტა ხვედელიძე.

ავტორი

ელიდა ხვედელიძე – მედიცინის დოქტორი, პროფესორი

მიღებაზე ჩაწერა​