უვეიტის მკურნალობის კლინიკური რჩევები - SAGITTARIUS Clinic

უვეიტის მკურნალობის კლინიკური რჩევები

ხშირად უვეიტით დაავადებული პაციენტი მოდის კლინიკაში ძალიან იმედგაცრუებული. ის უკვე არა ერთ სპეციალისტთან არის ნამყოფი, ღებულობდა არა ერთ კორტიკოსტეროიდს, ინიექციების თუ აბების სახით და შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე ოპერაცია გადატანილი.

უვეიტი ხშირად რეციდივირებადი ანთებაა.

მკურნალობის გასაღები მარტივია: კარგი ლაბორატორიული კვლევა, სწორი მედიკამენტების გამოყენება და მუდმივი კონტაქტი მკურნალ ექიმთან.
მინდა გავამახვილო ყურადღება რამოდენიმე ასპექტზე.

1 ანთების ანატომიური მდებარეობა.
თვალის ანთების ადგილმდებარეობის განსაზღვრა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი მკურნალობის ჩამოყალიბებაში, შესაძლო ასოციირებული სისტემურ დაავადებებზე და მათ სისტემურ მკურნალობაზე. მაგალითად, ტკივილი, სიწითლე და ფოტოფობია ჩვეულებრივ მიუთითებს წინა სეგმენტის ანთებაზე, როგორიცაა წინა უვეიტი.

2. პაციენტის მკურნალობა და მედიკამენტები.
მკურნალი ექიმი უნდა იყოს ინფორმირებული ყველა ჩატარებულ მკურნალობის შესახებ, (მათ შორის დოზა, კონცენტრაცია, თერაპიის ხანგძლივობა და პრეპარატის მიწოდების მეთოდი).

ხშირ შემთხვევაში უვეიტის მართვა გაძნელებულია თუ თერაპია (სისტემური და ოფთალმოლოგიური) დროზე ადრე იყო შეწყვეტილი.
უვეიტის მკურნალობის სქემები შეიცავს ადგილობრივ და სისტემურ პრეპარატებს. თვალის წვეთები არ არის საკმარისი არჩევანი უკანა უვეიტის ან პანუევიტის დროს, რადგან სამკურნალო ნივთიერების კონცენტრაცია მინისებურ სხეულში არასაკმარისია ეფექტური მკურნალობისთვის. წვეთები მხოლოდ დამატებით თერაპიას ასრულებენ. მას შემდეგ, რაც ანთება მოიცავს გვერდითი სეგმენტებს, საჭიროა რეგიონული (ინექციები) ან სისტემური მედიკამენტები.

3. სისტემების მიზნობრივი მიმოხილვა.
უვეიტის დროს აუცილებელია განვიხილოდ პაციენტის ყველა ჩივილი. წინა უვეიტი შესაძლოა ასოციირებული იყოს ისეთ პათოლოგიებთან, როგორიცაა: დიაბეტი, ნაწლავების ქრონიკული ანთებები, ფსორიოზული ართრიტი, ჰერპესული დაავადებები, ბეხჩეტის დაავადება. შუა უვეიტის დროს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსზე – შუა უვეიტი ასოცირდება გაფანტულ სკლეროზთან ან ლაიმის დაავადებასთან. პანუვეიტის დროს განიხილება ვოგტ-კოიანიგი-ჰარადის (VKH) არსებობა. ნებისმიერი სახის უვეიტის დროს უნდა გამოირიცხოს ისეთი პათოლოგიები, როგორიცაა სარკოიდოზი და სიფილისი, არ აქვს მნიშვნელობა სად მდებარეობს ანთებითი პროცესი.

4. დიფერენციალური დიაგნოზისთვის დიდი შრომა უნდა ჩაატაროს სპეციალისტმა. წინა უვეიტის გამოკვლევის ძირითადი ანალიზებია: HLA-B27, RPR, FTA-Abs, CXR და Lyme Ab. შუა უვეიტის შემთხვევაში, MRI კვლევა საჭიროა, თუ პაციენტს არ აქვს ნევროლოგიური დასკვნები. პედიატრიული უვეიტების დროს აუცილებელია ბავშვებში დაინიშნოს ANA-ს კვლევა. რევმატოიდული ართრიტი და ლუპუსი, როგორც წესი, მოზრდილებში ასოციირდება სკლერიტთან, არა უვეიტთან დ ა ლუპუსი შეიძლება უკავშირდებოდეს ოკლუზიურ ვასკულოპათიებს.

5. კორტიკოსტეროიდები – წამყვანი თერაპია.
მინდა ავღნიშნო, რომ პრედნიზოლონი (პრედნიზოლონის აცეტატი 1%) წინა უვეიტის შემთხვევაში რჩება არჩევის პრეპარატათ და უნდა იყოს გამოყენებული თავდაპირველად. მისი საწყისი სქემა 2 წვეთი ყოველ ორ საათში და არ წყდება სანამ ანთების შეფასების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით ორი საფეხურით გაუმჯობესება არ იქნება მიღწეული. იმ შემთხვევაში, თუ ანთება არ გამოეხმაურა გონივრულ ვადაში (მაგალითად, 2-3 კვირის განმავლობაში), წვეთები არასაკმარისია და თერაპია უნდა გადამოწმდეს.
წინა უვეიტის შეტევის საშუალო ხანგრძლივობაა 6 კვირა, ამიტომ წვეთები უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 8 კვირის განმავლობაში, რომ არ მივიღოთ ადრეული რეციდივი. ლოკალური კორტიკოსტეროიდული ინიექციები (სუბტენორი ან ინტრავიტრალური), აუცილებლობას წარმოადგენს შუა უვეიტების დროს, ვინაიდან უვეიტის ეს ფორმა უკავშირდება მხედველობის სიმახვილის მკვეთრ დაქვეითებას. ამავე დროს შუა უვეიტების შემთხვევაში ინიშნება პრედნიზოლონის (პერორალური) მოკლევადიანი კურსი. აქვე მინდა ავღნიშნო სტეროიდული თერაპიის გვერდითი მოვლენების შესახებ. ყველაზე ხშირი მედიკამენტოზური გართულებაა – ინტრაოკულარული წნევის მომატება. თანამედროვე მკურნალობის სქემების მიხედვით აუცილებელია დაინიშნოს ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები (თუნდაც პროფილაქტიკის სახით).

6. დღეს უვეიტის მკურნალობაში წამყვანი ადგილი დაიკავა იმუნოთერაპიამ. იმუნოთერაპია მოითხოვს დაავადების გულდასმით მართვას რევმატოლოგის და ოფთალმოლოგის მიერ. ამ განხრაში ახალი მიდგომები უფრო ტარგეტულ-სპეციფიკურ ამოცანას მოიცავს, როგორიცაა T- უჯრედები. ანტი- TNF ალფა ნივთიერებების ეფექტურობა უკვე დადგენილია უვეიტის მკურნალობაში.
ნანონაწილაკების ინტრავიტრეალური ინიექციები და იმუნოსუპრესიული აგენტების ადგილობრივი მიწოდების და სისტემური თერაპიის კვლევები ჯერ კიდე გრძელდება. თუმცა, მონოკლონარული ანტისხეულების თერაპიის გამოყენება არა-ინფექციურ უვეიტების დროს უკვე მეტად იკიდებს ფეხს.

მიღებაზე ჩაწერა​