კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგია ბათუმში
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ საგიტარიუსი“-ს პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილებაში. ჩვენ გთავაზობთ მომსახურეობის ფართო სპექტრს: პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია.
დღეს პლასტიკური ოპერაციები თანამედროვე მედიცინის საკმაოდ წარმატებული და პროგრესირებადი მიმართულებაა. ამ ოპერაციების საშუალებით შესაძლებელი გახდა ყბა-სახის, სხეულის, კანის დეფექტების, ასაკობრივი ცვლილებების შესწორება და ადამიანებისათვის თავდაჯერებულობის გაძლიერება. თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს შევასწოროთ სახის და სხეულის დეფექტები, როგორც ქირურგიული, ასევე თერაპიული მეთოდების საშუალებით. ჩვენი მულტიდისციპლინური გუნდი შედგება საქართველოში საუკეთესო პლასტიკური და დერმატოლოგიური ქირურგებისაგან, რომლებიც უზრუნველყოფენ კოსმეტიკური მომსახურების სრულ სპექტრს. თუ თქვენ გაქვთ პოსტ-პლასტიკური, ქირურგიული ჩარევის, ტრავმის შემდგომი , მემკვიდრეობითი მალფორმაციის, ან უბრალოდ ფიქრობთ, რომ დროა გააუმჯობესოთ თქვენი გარეგნობა – ჩვენი მულტიდისციპლინური მიდგომა და თანამედროვე ტექნიკის და მეთოდების გამოყენება უზრუნველყოფს თქვენ წარმატებულ შედეგს.
კლინიკა საგიტარიუსში პლასტიკურ ოპერაციებს ატარებს მოწვეული სპეციალისტი, საქართველოს წამყვანი პლასტიკური ქირურგი ალექსანდრე კალანტაროვი, რაც უდაოდ ჩვენი კლინიკის პრეროგატივაა აჭარის რეგიონში.
ტარდება შემდეგი ჩარევები ბათუმში:
- რინოპლასტიკა (ცხვირის ფორმის კორექცია)
- სეპტორინოპლასტიკა (ცხვირის ფორმის და ცხვირის ძგიდის გამრუდების კორექცია)
- სეპტოპლასტიკა (ცხვირის სუნთქვის აღდგენის ქირურგიული ჩარევა)
- აბდომინოპლასტიკა ( მუცლის წინა კედლის ჩამოკიდებული კანის კორექცია)
- ოტოპლასტიკა (ყურის ნიჟარების ზომის და ფორმის კორექცია)
- ბლეფაროპლასტიკა (ქუთუთოების პლასტიკური კორექცია)
- ინტიმური პლასტიკა ( საშოს პლასტიკა: ზომების შემცირება, ნაწიბუროვანი პრობლემების მკურნალობა, ქალიშვილობის აპკის აღდგენა და სხვა)
- მამოპლასტიკა (მკერდის ფორმის კორექცია – გადიდება, დაპატარავება, აწევა)
პლასტიკური ქირურგია ბათუმში
რინოპლასტიკა ბათუმში
რინოპლასტიკა ბათუმშიყველაზე გავრცელებული პლასტიკური ჩარევა. ამ ოპერაციით ხდება ცხვირის ფორმის და ზომების კორექცია. ამავე დროს რინოპლასტიკა მოიცავს ცხვირით სუნთქვის გართულების დროს აღდგენით ჩარევებს (რინოსეპტოპლასტიკა, ტურბინექტომია, პოლიპექტომია, ადენოიდექტომია).ოპერაციის წინა პერიოდში პაციენტს უტარდება ცხვირის ფორმის კომპიუტერული ფოტომოდელირება.
მამოპლასტიკა - მკერდის პლასტიკური მოცულობის და ფორმა კორექცია
მამოპლასტიკა – მკერდის პლასტიკური მოცულობის და ფორმა კორექცია ბათუმშილამაზი მკერდი ყველა ქალის ოცნებაა და ეს ოცნება დღეს უკვე რეალობადაა ქცეული მამოპლასტიკის მეშვეობით. მამოპლასტიკას უწოდებენ მთელ რიგ პლასტიკურ ოპერაციებს სარძევე ჯირკვლებზე
ოტოპლასტიკა - ყურის ნიჟარის პლასტიკა ბათუმში
ოპერაციის ოტოპლასტიკა (ყურის ნიჟარის პლასტიკა კორექცია) ბათუმშიოტოპლასტიკა – ყურის ნიჟარების ზომის და ფორმის კორექცია. ყურების ფორმირება მთავრდება 4–7 წლის ასაკში. ოპერაცია ძირითადად უკეთდება 4–დან 15 წლამდე პაციენტებს. თუმცა ასაკობრივი შეზღუდვა ოპერაციაზე არ ასრსებობს და შესაძლებელია ჩატარდეს მოზრდილ ასაკშიც.
ბლეფაროპლასტიკა
ბათუმში
ბლეფაროპლასტიკა ბათუმშიკანის ასაკობრივი ცვლილებები ყველაზე ადრე თვალის ირგვლივ ვითარდება, ვინაიდან ქუთუთოების კანი ძალიან ნაზი და თხელია. დაახლოებით 35 წლის ასაკიდან ვითარდება ქუთუთოების კანის დანაოჭება, კანკუნთოვანი ტონუსის დაქვეითება და ჩამოწევა. ამასთან ერთად ხშირია ქუთუთოების მიდამოში გამობერილობის განვითარება – ეგრეთ წოდებილი ქუთუთოს თიაქრების გაჩენა.
აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა ფასი) ბათუმში
აბდომინოპლასტიკა (მუცლის პლასტიკა ფასი) ბათუმშიაბდომინოპლასტიკა – მუცლის პლასტიკა წარმოადგენს სხეულის კორექციის ერთ-ერთ საშუალებას, რომლის აუცილებლობა უმეტეს შემთხვევებში ვითარდება მშობიარობის შემდეგ, მუცლის კანისა და კუნთების დაჭიმვის გამო, ამასთან ერთად წონის მკვეთრი დაკლებისას ან ჭარბი სიმსუქნისას ყალიბდება დაკიდებული მუცელი.