რატომ არის მნიშვნელოვანი ვენისდან სისხლის აღება
სხეულში მიმდინარე ნებისმიერი პათოლოგიური პროცესი აისახება ჩვენს სისხლზე და ორგანიზმზე. აქედან გამომდინარე, სისხლის საერთო ანალიზი ხშირად არის ექიმის მიერ დანიშნული ერთ-ერთი პირველი დიაგნოსტიკური პროცედურა.
ვენიდან აღებული სისხლი უფრო მეტად ინფორმაციული და ზუსტია, ვიდრე თითის კაპილარული სისხლის ანალიზი. თითიდან სისხლის აღებისას ყოველთვის არსებობს სისხლის უზუსტობის ალბათობა. გარდა ამისა, თითიდან მიღებული სისხლის მოცულობა ხშირად შეზღუდულია, ამიტომ შედეგების შემოწმება შეიძლება რთული იყოს.
როდის ინიშნება სისხლის საერთო ანალიზი?
სისხლის საერთო ანალიზი ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:
- რუტინული, ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევის ფარგლებში, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად.
- საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის ნებისმიერი კურსის დაწყებამდე, მკურნალობის მაქსიმალური ეფექტურობისათვის.
- ინფექციური დაავადებების შემთხვევაში.
სისხლის ანალიზის პროცედურის აღწერა:
სისხლის აღების მიზნით, პაციენტის ხელზე უჭერენ ე.წ რეზინის ქამარს, ამავე დროს, მათ სთხოვენ, მუშტის შეკვრას და შემდგომ გახნას, რათა გაზარდონ სისხლის ნაკადის გამოყოფა. პარალელურად, იდაყვის არეში კანი სუფთავდება სპირტიანი ხელსახოცით, რის შემდეგაც ვენაში შეჰყავთ ნემსი. შედეგად, ვიღებთ საჭირო რაოდენობის სისხლს, რომელიც თავსდება სპეციალურ კოლბებში.
აღნიშნული პროცედურის შემდეგ, ნანემსარის ადგილას პაციენტს აკრავენ ერთჯერად სტერილურ სტიკერს რომელიც გაჩერებაც სასურველია 5-7 წუთის განმავლობაში.
სისხლის სხვადასხვა მაჩვენებლების გასაგებად საჭიროა სხვადასხვანაირი მიდგომა.
შესაბამისად განსხვავებული ანალიზების საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი ხდება რამდენიმე კოლბის გავსება.
როგორ მოვემზადოთ სისხლის ანალიზისთვის?
საჭიროების შემთხვევაში, სისხლის ანალიზი, შეიძლება ჩატარდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მიუხედავად იმისა მიღებული გაქვთ თუ არა საკვები.
მაგრამ ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, დაგეგმილი კონსულტაციის შემთხვევაში, სასურველია ვენიდან სისხლის აღება მოხდეს დილით, უზმოზე.
რატომ არ შეიძლება კვება ანალიზის ჩაბარებამდე?
საკვების მიღების შემდეგ, ნივთიერებები შედიან რეაქციაში სისხლთან, რაც ირიბ გავლენას ახდენს სხვადასხვა ინდიკატორებზე. შესაბამისად სრული სიზუსტისთვის სასურველია ანალიზის ჩაბარება უზმოზე.
რა არ უნდა გააკეთოს სისხლის ანალიზის აღებამდე
ექიმი, აუცილებლად გასცემს რეკომენდაციას წინასწარ, თუ რა პროცედურის გავლაა პაციენტისთვის, სისხლის ანალიზის ჩაბარებამდე. პირველ რიგში, როგორც უკვე აღვნიშნეთ აუცილებელია თავი მოარიდოთ საკვების მიღებას (თუ ბიოქიმიურ ანალიზს გაივლით) და, ასევე მნიშვნელოვანია რამდენიმე დღით ადრე არ გქონდეთ მიღებული გაურკვეველი სახის მედიკამენტები.
რისი დალევა შეგიძლიათ ანალიზის ჩაბარებამდე?
სისხლის ანალიზის ჩაბარებამდე, შეგიძლიათ დალიოთ წყალი შეუზღუდავი რაოდენობით.
სისხლის ანალიზის ძირითადი მაჩვენებლები:
ჰემოგლობინი - არის ცილა, რომელიც გვხვდება სისხლის წითელ უჯრედებში. მისი მთავარი ფუნქციაა ორგანიზმის ჟანგბადით უზრუნველყოფა. ჰემოგლობინის მომატებული და დაქვეითებული დონე შეიძლება მიუთითებდეს სერიოზულ დარღვევებზე: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებზე, რკინადეფიციტურ ანემიაზე, გულის უკმარისობაზე და ა.შ.
ერითროციტები - ერითროციტების მთავარ ფუქნციად ითვლება ჟანგბადის გადატანა ფილტვებიდან ორგანიზმის ქსოვილებში და ნახშიროჟანგის უკუმიმართულებით გამოყვანა, ამაში მათ ჰემოგლობინის მოლეკულა ეხმარება.. თუმცა, სუნთქვის პროცესში მონაწილეობის გარდა, ერითროციტები ასრულებენ შემდეგ ფუნქციებსაც: გარემოს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულირება; სისხლისა და ქსოვილების იიზოოსმოსური წნევის შენარჩუნება; სისხლის პლაზმიდან ამინომჟავების, ლიპიდების აბსორბცია და მათი ქსოვილებში გადატანა. ერითროციტების მომწიფებას ძვლის ტვინში 10-12 დღე ესაჭიროება.
რეტიკულოციტები - არის მოუმწიფებელი ერითროციტები (სისხლის წითელი უჯრედები). როგორც წესი, რეტიკულოციტების რაოდენობის განსაზღვრა საჭირო ხდება ანემიისა და მისი მკურნალობის ადექვატურობის შესაფებისათვის.
თრომბოციტი
თრომბოციტი - არარეგულარული, დისკის ფორმის ელემენტი სისხლში, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას. ნორმალური სისხლის შედედების დროს თრომბოციტები იკრიბებიან (აგრეგატი). მიუხედავად იმისა, რომ თრომბოციტები ხშირად კლასიფიცირდება როგორც სისხლის უჯრედები, ისინი სინამდვილეში ძვლის ტვინის დიდი უჯრედების ფრაგმენტებია, რომლებსაც მეგაკარიოციტები ეწოდება. თრომბოციტების დონის ნორმიდან გადახრა შეიძლება მიუთითებდეს სერიოზული დაავადებების არსებობაზე.
“ერითროციტების დალექვის სიჩქარე”
“ერითროციტების დალექვის სიჩქარე” - შესაძლოა ირიბად მიუთითებდეს ორგანიზმში ანთებითი პროცესის არსებობაზე.
ლეიკოციტები
ლეიკოციტები - არის სისხლის თეთრი უჯრედები. მათი დეფიციტი, სხვა საკითხებთან ერთად, შეიძლება მიუთითებდეს ინფექციური დაავადების არსებობაზე.
ნეიტროფილები
ნეიტროფილები - ლეიკოციტების ერთ-ერთი სახეობაა. ის ეხმარება ორგანიზმს ბაქტერიებთან ბრძოლაში. მათი შემცირებული შემცველობა შეიძლება მიუთითებდეს ორგანიზმში მძიმე ინფექციის არსებობაზე. თუ სისხლის სხვა პარამეტრები ნორმალურია, ნეიტროფილების დონის მატება არ მიუთითებს ორგანიზმში სერიოზული პრობლემების არსებობაზე.
ლიმფოციტები
ლიმფოციტები - პატარა თეთრი სისხლის უჯრედი (ლეიკოციტი), რომელიც დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის დასაცავად დაავადებებისგან. ლიმფოციტები პასუხისმგებელნი არიან იმუნურ პასუხებზე.
მონოციტები
მონოციტები - არის სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი. მათი ფუნქციაა ორგანიზმის გაწმენდა და იმუნური სისტემის გაძლიერება. მათი შემცველობის ზრდა შეიძლება მიუთითებდეს ანთებით ან ონკოლოგიურ დაავადებაზე.
ეოზინოფილები
ეოზინოფილები - არის სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ორგანიზმში უცხო ცილების განადგურებაზე. ისინი აიმატებენ ალერგიული დაავადებების დროს.
ბაზოფილები
ბაზოფილები - არის სისხლის თეთრი უჯრედები, რომელთა შემცველობის მატება შეიძლება მიუთითებდეს ორგანიზმში ანთებითი პროცესის ან უცხო სხეულის არსებობაზე, აგრეთვე საჭმლის მომნელებელ ორგანოებში ანთებასა და ფარისებრი ჯირკვლის მოშლაზე.
პლაზმოციტები
პლაზმოციტები - არის უჯრედები, რომლებიც იმუნური სისტემის ნაწილია და პასუხისმგებელია იმუნოგლობულინების (ანტისხეულების) გამომუშავებაზე. ისინი შეიძლება გამოჩნდნენ სისხლში ინფექციური დაავადებების დროს, როგორიცაა ჩუტყვავილა, წითურა და წითელა.
სისხლის ანალიზის შედეგების ინტერპრეტაცია
ჩვეულებრივ, ახალიზების პასუხები გვიჩვენებს არის თუ არა მოცემული შედეგები ნორმიდან გადახრილი, მაგრამ ნუ შეეცდებით შედეგების ინტერპრეტაციას და დასკვნების გამოტანას თავად. მკურნალობის შერჩევისას - ენდეთ გამოცდილ სპეციალისტებს.
ექსპერტის მოსაზღება
სისხლის საერთო ანალიზი, გამოავლენს ზოგად, მწვავე ან ბუნებრივი მდგომარეობის არსებობას. საერთო ანალიზის შედეგები, საშუალებას მისცემს ექიმს დანიშნოს ადეკვატური მკურნალობა. სისხლის საერთო ანალიზი გვიჩვენებს მეტაბოლიზმის მდგომარეობას, სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ფუნქციას, ენდოკრინოლოგიურ დაავადებებს და სხვ.
ჩვენს კლინიკაში SAGITTARIUS ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო ლაბორატორიულ კვლევებს, მოკლე დროში და რაც მტავარია უმტკივნეულოდ