კატარაქტის პრევენციისა და მკურნალობის შესაძლებლობები: მითები და რეალობა
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრ პაციენტს აქვს პირადი გამოცდილება ქირურგიული მკურნალობის მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოპერაცია დადებითად პროგნოზირებადი და, როგორც წესი, ადამიანის ცხოვრებაში ხელსაყრელი ქირურგიული ჩარევაა, მისი თავიდან აცილების შესაძლებლობა ბევრ პაციენტს იზიდავს.
კატარაქტა უმთავრესად სიბერეში ვითარდება
ოფთალმოლოგების აზრი, როგორც წესი, კატეგორიულია – კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს… ადრე თუ გვიან, თქვენ მოგიწევთ ოპერაციის გაკეთება. აქედან გამომდინარე, უკეთესია ეს მოხდეს დაავადების საწყის ეტაპზე. ამ დროს ოპერაცია უფრო მარტივია და შესაბამისად პოსტოპერაციული პერიოდის პროგნოზირებაც ადვილდება.
კატარაქტა უმეტესად ხანდაზმულ ასაკში ვითარდება. ძირითადად ,მის ქირურგიულ მკურნალობას საჭიროებენ ადამიანები – (40-60 წლის შუაალედში), და უფრო ხანდაზმული პირები (60-80 წელი) ასევე მისი განვითარების რისკი მეტია (80 + ასაკში).ცხოვრების ამ ეტაპზე, თვალის აკომოდაციის აპარატი ხშირად აღარ მუშაობს, შესაბამისად პირი იძულებული ხდება სამუშაო პრეცესში გამოიყენოს სათვალე “ახლო ხედვასთვის”. თუ კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის პროცესში იმპლანტირებულია ხელოვნური ლინზა, რომელიც ქმნის ფსევდო აკომოდაციის ეფექტს, მაშინ არა მხოლოდ მხედველობის ხარისხი ღდგება ადამიანში, არამედ “მჭიდრო ხედვის” უნარიც, რომლის შედეგადაც შესაძლებელია სათვალზე უარის თქმა. ამ თვალსაზრისით, კატარაქტის ოპერაციის შემდეგ პაციენტი ახლგაზრდავდება მინიმუმ 30 წლით და რჩება ასე განუსაზღვრელი ვადით…
კატარაქტის ქირურგიული მკურნალობა ბათუმში
აქედან გამომდინარე, ითვლება, რომ კატარაქტის ქირურგიული მკურნალობა არის ადამიანის რეალური პოტენციალი თვალის სიჯანსაღისთვის. ეს შეხედულება, ჩვენი თვალსაზრისით, მართებულია. ეს საკითხი აქტუალურია, აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის. ისინი მიესალმებიან ცხოვრებაში ახალი იდეების გაჩენას და განვითარებას.
დანიშნეთ შეხვედრა ოფთალმოლოგთან ბათუმში
მაგრამ ასევე არსებობენ კონსერვატიულად განწყობილი ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რევოლუციურ იდეებსა და ინოვაციების. მათთვის, ჩვეულებრივი ტრადიციული მეთოდების გამოყენება მეტად უფრო მისაღებია. მსგავსი ტიპის სხედვის მქონდე ადამიანები ცდილობენ ამ დაავადებასთან გამკლავებას ბუნებრივი მეთოდებით, რაც, რიგ შემთხვევებში უშედეგოა. შესაბამისად, ოფთალმოლოგიური საზოგადოება მტკიცედ ეწინააღმდეგება ზემოთაღნიშნულს.
კატარაქტის საწინააღმდეგო წვეთების არაეფექტურობა
დიახ, კლინიკური კვლევები, და ასევე, მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები ადასტურებს ანტი-კატარაქტის წვეთების არაეფექტურობას, როგორც ოფიციალურის , ასევე არაოფიციალურსაც. ამ შემთხვევათა სპექტრს ჩიხში შევყავართ. მოდით, შევეცადოთ საკითხში უფრო ღრმად გავერკვეთ.
შესაძლებელია თუ არა კატარაქტის განვითარების პრევენცია ოპერაციის გარეშე?
თვალის ბროლი – მდებარეობს უშუალოდ თვალის შიგნით. მას არ აქვს სისხლძარღვები (არტერიები და ვენები). მაგრამ ის არის ცოცხალი, ბიოლოგიური ქსოვილი. ის მუდმივად აწარმოებს თვითგანახლებას. ამისათვის მან უნდა გამოიყენოს ენერგია და საწყისი ორგანული ნაერთები, როგოტიცაა:(ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ა.შ.). ასევე, ენერგიის წარმოსაქმნელად საჭიროა ჟანგბადი.. სად უნდა მოვიძიოთ ეს ყოველივე, თუ არ არსებობს სისხლის მიმოქცევა? ამ პრობლემის გადასაჭრელად ბუნებამ ლინზა მოათავსა „თვალისშიდა სითხეში“.
თვალშიდა სითხე
ზემოთ აღნიშნული „თვალისშიდა სითხე“ მიედინება და მოაქვს ჟანგბადი და საჭირო ორგანული ნაერთები, ვიტამინები და მიკროელემენტები. და ამას იღებს „ATP – ატფ„(ენერგიის წარმოება), რადიკალების (ორგანული ნაერთების დაშლის შემდეგ მიღებული ნარჩენები), და ჭარბი იონები (მიკროელემენტების გამოყენების შემდეგ).
ბუნებრივია, თუ “სითხის” ნაკადი შენელდება, მაშინ მასში სასიცოცხლო აქტივობა განიცდის ცვლილებას. კომპენსატორული (დამცავი მექანიზმები) იწყებენ გააქტიურებას და პროცესში ჩართვას. ისინი ზოგჯერ ადეკვატურად მოქმედებენ და დაავადება არ ვითარდება და ზოგჯერ კი მათი მოქმედება ადეკვატურობის ფარგლებს სცდება და შესაბამისად იწყება სტრუქტურული ცვლილებები. ბროლში, იწყებენ წარმოქმნას ორგანული ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ გადახრები ქიმიურ სტრუქტურაში. როგორც ჩანს, ისინი ცოტათი განსხვავდებიან ადრე არსებულისგან. მაგრამ არსებითად იცვლება მათი შემადგენელი ორგანოს ზოგადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები.
თუ ფიქრობთ, რომ ზემოთაღნიშნული საკითხი ლოგიკურია, მაშინ თქვენ თვითონ უკვე გააკეთეთ მარტივი დასკვნა – “სითხის ნაკადი”, რომელსაც ინტრაოკულური ჰიდროდინამიკა ეწოდება, საჭიროების შემთხვევაში უნდა აღდგეს, რის შედეგადაც, კატარაქტის ფორმირების შანსები მინიმუმადე დადის.
კატარაქტის პრევენციისა და მკურნალობის ვარიანტები ბათუმში
კატარაქტის პრევენციისა და მკურნალობის ვარიანტები ბათუმში საქართველოში საუკეთესო ოფთალმოლოგების მიერ კლინიკა Sagittarius კლინიკა ბათუმი. დაგვიკავშირდით ამ გვერდზე ჩატის საშუალებით და დანიშნეთ შეხვედრა.