ბიოლოგიური თერაპიის უპირატესობა რევმატოიდული ართრიტის დროს
ჩვეულებრივ, რევმატოიდული ართრიტის (RA) მკურნალობა ერთი ან რამდენიმე დაავადების მოდიფიცირებულ ანტირევმატიული საშუალებებით (DMARDs) ხდება.
ეს წამლები სხვადასხვა გზით ამშვიდებს იმუნური სისტემის აქტივობას ისე, რომ ამცირებს ანთებას სახსრებში და შეტევის და დაზიანების ხარისხი დაბალია.
DMARD-ები RA (როგორიცაა მეტოტრექსატი და სულფასალაზინი, არავა, პლაქვენილი)
ჩვეულებრივი DMARD-ები RA (როგორიცაა მეტოტრექსატი და სულფასალაზინი, არავა, პლაქვენილი) და ისეთი წამლები, როგორიცაა სტეროიდები, ეფექტურია, მაგრამ ისინი თრგუნავენ ორგანიზმის იმუნური პასუხის ბევრ ასპექტს ერთდროულად.
რაც უფრო მეტი გავიგეთ ე.წ არანორმალური იმუნური პასუხის შესახებ, რომელიც ხდება RA-ში, შესაძლებელი გახდა მკურნალობის შემუშავება, რომელიც მიმართულია სპეციფიკურ ასპექტებზე: ეს ბიოლოგიური თერაპია.
ბიოლოგიური მედიკამენტები არის გენური ინჟინერიით შემუშავებული პროტეინები, რომლებიც მიზნად ისახავს იმუნური სისტემის კონკრეტულ ნაწილებზე ზემოქმედებას და ამცირებს ანთების პროცეს. არაბიოლოგიური წამლები, როგორიცაა მეთოტრექსატი, გვთავაზობს უფრო მრავალფუნქციურ მიდგომას.
„თუ დაავადებას ვებრძვით, ბიოლოგიური წამლები სნაიპერები არიან. მათ ერთი სამიზნე აქვთ“
– განმარტავს ჯეფრი კურტისი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, MPH, ალაბამას უნივერსიტეტის (UAB) ართრიტის კლინიკური ინტერვენციის პროგრამის დირექტორი და ბირმინგემში თერაპიის განათლებისა და კვლევის ცენტრის დირექტორი.
არსებობს ბიოლოგიური თერაპიის შემდეგი ტიპები:
- სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი-α (TNF) ინჰიბიტორები
- B-უჯრედოვან იმუნიტეტზე მოქმედი
- ინტერლეიკინის ინჰიბიტორი.
რათქმაუნდა აღნიშნულ თერაპიას აქვს ჩართვის (შერჩევის) კრიტერიუმები.
NICE RA გაიდლაინში ნათქვამია, რომ ბიოლოგიური პრეპარატების მიღების უფლება, აქვს RA-ს მქონე პაციენტებს რომლებთაც აქვთ დაავადების აქტივობის მაღალი დონე.
ეს იზომება შკალის მიხედვით, რომელიც ცნობილია როგორც დაავადებათა აქტივობის ქულა 28 სახსარში (მოკლედ DAS 28), რომელიც უნდა იყოს 5.1 ან მეტი.
ასევე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში დანიშნულ დაავადების მამოდიფიცირებელ პრეპარატებზე უნდა აღინიშნებოდეს უეფექტობა და აუტანლობა, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეფექტურობის და სარგებლიანობის ინდექსი ნამდვილად დამაჯერებელია.
კლინიკა „საგიტარიუს“-ში რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა მიმდინარეობს თანამედროვე ბიოლოგიური თერაპიის გამოყენებით, რომელიც გვაძლევს საშუალებას დროის მოკლე მონაკვეთში, მცირე ინვაზიით, მივიღოთ საუკეთესო შედეგები.